ხუთშაბათი, იანვარი 8, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებასახელმწიფო კონტროლი 7000-მდე საზოგადოებრივი კვების ობიექტში ჩატარდა, გამოვლინდა 1600-მდე სამართალდარღვევა - რას...

სახელმწიფო კონტროლი 7000-მდე საზოგადოებრივი კვების ობიექტში ჩატარდა, გამოვლინდა 1600-მდე სამართალდარღვევა – რას მოუწოდებს სურსათის ეროვნული სააგენტო ადგილობრივ და უცხო ქვეყნის მოქალაქეებს

ტურისტული სეზონის მოახლოებასთან ერთად, სურსათის ეროვნული სააგენტო ზამთრის კურორტებზე არსებული საზოგადოებრივი კვების ობიექტების სახელმწიფო კონტროლს ააქტიურებს.

სააგენტოს მცხეთა-მთიანეთის დეპარტამენტის უფლებამოსილი პირები ამოწმებენ ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, გუდაურსა და ფასანაურში მდებარე ობიექტებს, სადაც ზამთარში განსაკუთრებული ხალხმრავლობაა.

სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა, ნედლეულისა და მზა სურსათის შენახვის, დამზადებისა და რეალიზაციის სათანადო პირობები, ვადები, ეტიკეტირება, ჰასპის დანერგვა, ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაცია არის ის ძირითადი მოთხოვნები, რომლებსაც ბიზნესოპერატორები უნდა აკმაყოფილებდნენ.

სახელმწიფო კონტროლის პარალელურად, სააგენტოს ინსპექტორები მუდმივად გასცემენ რეკომენდაციებს და ბიზნესოპერატორებს სურსათის უვნებლობის მოთხოვნებს აცნობენ.

სურსათის ეროვნული სააგენტოს მცხეთა-მთიანეთის დეპარტამენტის უფროსის გიორგი შიოლაშვილის განცხადებით, საქართველოს მაღალმთიანეთში ჩატარებულმა სახელმწიფო კონტროლმა აჩვენა, რომ მნიშვნელოვნად არის გაზრდილი ბიზნესოპერატორთა ცნობიერება და პასუხისმგებლობა.

„ობიექტების უმრავლესობა მოწესრიგებულია და აკმაყოფილებს სურსათის უვნებლობის მოთხოვნებს. აღსანიშნავია, რომ უცხოელთა მიერ მოწყობილი საზოგადოებრივი კვების ობიექტების ნაწილი, რომლებიც გასულ წლებში არერთხელ მოექცნენ სანქციების ქვეშ, დღეს გამართულად და საქართველოს კანონმდებლობის სრული დაცვით ფუნქციონირებენ, თუმცა, არალეგალური საქმიანობა კვლავ გამოწვევად რჩება, რაც განსაკუთრებით მატულობს საკურორტო სეზონზე“, – აღნიშნა გიორგი შიოლაშვილმა.

სურსათის ეროვნული სააგენტო საზოგადოებრივი კვების ობიექტებს ქვეყნის მასშტაბით მთელი წლის განმავლობაში ამოწმებს. სეზონურობის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია საკურორტო ზონები, სადაც, ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, მრავლად არიან ტურისტები.

მიმდინარე წელს, სახელმწიფო კონტროლი 7000-მდე საზოგადოებრივი კვების ობიექტში ჩატარდა, გამოვლინდა 1600-მდე სამართალდარღვევა.

სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს ადგილობრივ და უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, დარეგისტრირდნენ ბიზნესოპერატორად და საქმიანობა განახორციელონ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
  არის თუ არა პაპ ლეო XIV ქართული წარმოშობის?- გიორგი ფხაკაძე საინტერესო ინფორმაციას აქვეყნებს
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი