სახელმწიფომ, ხონში „ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის” დარჩენილი 5%-იანი წილიც კერძო კომპანიას მიჰყიდა

ავტორი
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title

სახელმწიფომ  „ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის” დარჩენილი 5%-იანი წილიც კერძო კომპანიას მიჰყიდა

საქართველოს მთავრობამ 2025 წლის 28 მაისს გამოაქვეყნა  განკარგულება, რომლის თანახმადაც, სახელმწიფო საკუთრებაში დარჩენილი 5%-იანი წილი შპს ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრში კომპანიას „ბ და კომპანია“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით გადაეცემა.

ოფიციალური დოკუმენტაციით დგინდება, რომ კომპანიის ვალდებულებაა, აღნიშნული წილის სანაცვლოდ სახელმწიფო ბიუჯეტში 867,793 ლარი გადაიხადოს, არაუგვიანეს ერთი თვის ვადაში ხელშეკრულების გაფორმებიდან.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული კომპანიის მიმართ სახელმწიფოს მხრიდან პირველი მსხვილი პრივატიზაცია ჯერ კიდევ 2015 წელს განხორციელდა, როცა მთავრობის განკარგულებით შპს ბ&ნ-ს გადაეცა ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის 95%-იანი წილი. გარიგების ღირებულება იმ დროს 800,000 ლარს შეადგენდა. ამავე დოკუმენტით კომპანიას ეკისრებოდა ვალდებულება, ხონის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქუტირში აშენებული ყოფილიყო თანამედროვე სტანდარტებზე მორგებული ფსიქიატრიული ცენტრი, 700-მდე პაციენტზე გათვლილი.

ინვესტორს დაეკისრა მინიმუმ 2,400 კვ.მ ფართობის ობიექტების მშენებლობა და მათი აღჭურვა, სადაც საერთო ჯამში არანაკლებ 6 მილიონი ლარის მოცულობის ინვესტიცია უნდა განხორციელებულიყო.

მას შემდეგ, რაც კომპანიამ ფლობაში მიიღო უმრავლესობის წილი, სახელმწიფო მხოლოდ 5%-ს ინარჩუნებდა. ახლად გამოცემული განკარგულებით კი, ეს წილიც კერძო მფლობელობაში გადავიდა.

დღეს კომპანია ბაზარზე ოპერირებს სახელწოდებით „ბ და კომპანია“, ხოლო მისი 100%-იანი წილის მფლობელია გოჩა ბაკურაძე.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). სახელმწიფომ, ხონში „ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის” დარჩენილი 5%-იანი წილიც კერძო კომპანიას მიჰყიდა. 4 ივნისი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/სახელმწიფომ-ხონში-ფსიქ/

ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა

განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.

Operator onlayn chata na mezhdunarodnoy platforme

ბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: RabotaGo
Operator onlayn chata na mezhdunarodnoy platforme

საქართველო (მთელი ქვეყანა) · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: RabotaGo
Офис-менеджер

ბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
Администратор

ბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
მეტი ვაკანსია →

განახლებულია: 2026-11-27T01:46:34+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi