ცისფერი მთები, ანუ დაუჯერებელი ამბავი – სახალისო ფრაზები…
“ცისფერი მთები, ანუ დაუჯერებელი ამბავი” – ქართული მხატვრული ფილმი (რეჟისორი ელდარ შენგელაია) კინოეკრანებზე 1984 წელს გამოვიდა. გადაღებულია რეზო ჭეიშვილის ამავე სახელწოდების მოთხრობის მიხედვით.
ახალგაზრდა მწერალს რედაქციაში მოთხრობა მიაქვს, მისი განხილვის მოლოდინში გადის შემოდგომა, ზამთარი, გაზაფხული, მოთხრობას არა თუ ვინმე კითხულობს, მისი ყველა ეგზემპლარი უკვალოდ ქრება. იმ დაწესებულებაში ყველა თავის საქმით არის გართული, – დირექტორი გადარბენაზეა – თათბირიდან ბანკეტზე, ბანკიდან შეხვედრაზე, შეხვედრიდან ბანკეტზე და ასე დაუსრულებლად, რედაქტორებიდან ზოგი ფრანგულს სწავლობს, ზოგი კერვას, ზოგი საუზმეს ამზადებს, ვიღაც შვებულებაშია თუ მივლინებაში, ლიტმუშაკები ჭადრაკს თამაშობენ, ერთადერთი ადამიანი, ვინც ხელნაწერს კითხულობს, მღებავია, რომელსაც ხელიდან აცლიან ხელნაწერის ფურცლებს… კითხვის გაგრძელება


 
                                    