ხუთშაბათი, ოქტომბერი 31, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარიასტროლოგიასაჭიროა თუ არა შავი ტანსაცმლის ჩაცმა გლოვის ნიშნად: ვინ უნდა ჩაიცვას, როგორ...

საჭიროა თუ არა შავი ტანსაცმლის ჩაცმა გლოვის ნიშნად: ვინ უნდა ჩაიცვას, როგორ და რამდენ ხანს

გლოვის ნიშნად შავი აქსესუარების ან ტანსაცმლის ტარების ტრადიცია სათავეს იღებს სულ მცირე რომაული პერიოდიდან, როდესაც მუქი შალის ტოგას გლოვის ნიშნად ატარებდნენ. ევროპაში, შუა საუკუნეებისა და რენესანსის დროს, ქალები გლოვისა და დაქვრივების დროს იცვამდნენ შავ სამოსს და იკეთებდნენ თავსაბურავს – კონსერვატიული მოდის სტილში.

შუა საუკუნეების ზოგიერთ ქვეყანაში, ქვრივებსა და გარდაცვლილის ნათესავებს შეეძლოთ სიცოცხლის ბოლომდე ცმოდათ შავი და მუქი ტანსაცმელი. ძირითადად იმიტომ, რომ ახლო ნათესავის – ქმრის, ძმის, შეყვარებულის თუ შვილის გარდაცვალების შემდეგ განმარტოვებულიყვნენ.

აღმოსავლეთში გლოვის ფერად თეთრი ითვლება. მაგალითად, ინდოეთში ადამიანები ატარებენ თეთრ ტანსაცმელს, რათა თავიანთი გარდაცვლილი ნათესავი შორეულ მოგზაურობაში გააცილონ. ძველი სლავები ზამთარს სიკვდილს უკავშირებდნენ. წელიწადის ამ დროს მცენარეების უმეტესობა იღუპებოდა და თავად დედამიწა დაფარული იყო თეთრი საფარით, როგორც სამოსელი. ტყუილად არ არის, რომ პატარძლები თეთრ საქორწილო კაბაში არიან გამოწყობილი – თითქოს ისინი კვდებიან მშობლიურ ოჯახში და ხელახლა იბადებიან ქმრის ოჯახში.

არაბულ და აფრიკულ ქვეყნებში თეთრ ფერს მზის კაშკაშა, მცხუნვარე შუქთან აიგივებდნენ. უკიდურეს სიცხეში წყაროები შრება და მცენარეები და ცხოველები ტენიანობის გარეშე იღუპებიან. დედამიწის შავი ფერი, რომელიც ანიჭებდა სიგრილეს და საკვებ ნივთიერებებს, განასახიერებდა სიცოცხლეს.

ესპანეთში გლოვის ფერი თეთრია, გოგოები კი წითელ კაბებში ქორწინდებიან. საფრანგეთში გლოვის ფერი წითელია.

საქართველოში, გლოვის ნიშნად შავ სამოსს იცვამენ და შავ თავსაფარს ატარებენ. ტრადიციის თანახმად, ოჯახის წევრის, ძალიან ახლობელი ადამიანის დაკარგვის შემთხვევაში, შავ თავსაფარს (ან სამოსს) 1 წელი ატარებენ, ბებიის ან ბაბუის ან ნათესავის დაღუპვის შემთხვევაში კი 40 დღე, 3 ან 6 თვემდე.

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი პოსტები
შობა კოპენჰაგენში

შობა კოპენჰაგენში

30 October, 2024
როგორ შევაჩვიოთ ბავშვი თვითჩაძინებას

როგორ შევაჩვიოთ ბავშვი თვითჩაძინებას

ოქტომბერი 30, 2024
როგორ შევარჩიოთ საღებავის ფერი სახლში არსებული მასალის მიხედვით?

როგორ შევარჩიოთ საღებავის ფერი სახლში არსებული მასალის მიხედვით?

ოქტომბერი 30, 2024
თუ მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრები გაქვთ, ეს აუცილებლად უნდა იცოდეთ!

თუ მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრები გაქვთ, ეს აუცილებლად უნდა იცოდეთ!

ოქტომბერი 30, 2024
რაც მეტ ანგარიშს გაუწევ ხალხის შეხედულებებს, მეტად დაშორდები საკუთარ თავს – რას წერს მამა პეტრე კოლხი

რაც მეტ ანგარიშს გაუწევ ხალხის შეხედულებებს, მეტად დაშორდები საკუთარ თავს – რას წერს მამა პეტრე კოლხი

30 ოქტომბერი 2024
საქართველოს ავიაბაზარზე შვეიცარიული ავიაკომპანია Edelweiss-ი შემოდის

საქართველოს ავიაბაზარზე შვეიცარიული ავიაკომპანია Edelweiss-ი შემოდის

ოქტომბერი 30, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
მწვანე ლობიოს კონსერვი ზამთრისთვის

მწვანე ლობიოს კონსერვი ზამთრისთვის

ოქტომბერი 30, 2024
რა ღირს სამოსი, რომელიც გიორგი მამარდაშვილის მეუღლემ “ოქროს ბურთის” დაჯილდოებაზე მოირგო

რა ღირს სამოსი, რომელიც გიორგი მამარდაშვილის მეუღლემ “ოქროს ბურთის” დაჯილდოებაზე მოირგო

ოქტომბერი 30, 2024
III კვარტალში საქართველომ ყველაზე მეტი, ნახევარ მილიონამდე ვიზიტორი რუსეთიდან მიიღო

III კვარტალში საქართველომ ყველაზე მეტი, ნახევარ მილიონამდე ვიზიტორი რუსეთიდან მიიღო

30 ოქტომბერი 2024
ავიაკომპანია Edelweiss ციურიხი-თბილისი-ციურიხის მიმართულებით ფრენებს იწყებს

ავიაკომპანია Edelweiss ციურიხი-თბილისი-ციურიხის მიმართულებით ფრენებს იწყებს

ოქტომბერი 31, 2024
Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება

Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება

ოქტომბერი 16, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი