პარასკევი, ოქტომბერი 3, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიტაბლოიდი“საყვარელი ადამიანი ხელს რომ დაგარტყამს, უნდა წამოხვიდე, რადაც არ უნდა დაგიჯდეს” –...

“საყვარელი ადამიანი ხელს რომ დაგარტყამს, უნდა წამოხვიდე, რადაც არ უნდა დაგიჯდეს” – მარიამ ნაკანი

“დღეს მოგიყვებით თუ რამდენი რამ გადაიტანა ამ პატარა სხეულმა 41 წლის მანძილზე:

მე ძირითადად ბაბუამ გამზარდა, ის ჩემი ნომერ 1 მეგობარი იყო. ბაბუ – ტონი კალანდარიშვილი ძალიან ცნობილი არქიტექტორი და რესპუბლიკის დამსახურებული არტისტი. მან შექმნა სავანის მიწისქვეშა 3 სართულიანი კომპლექსი და ააგო რესპუბლიკის მოედანი, სადაც რედისონ ივერია დგას. ისტორიის თანახმად, როცა ვახტანგ მეფემ თბილი წყლები აღმოაჩინა, მის ადგილას თბილისი ააშენა.

სწორედ ამ ლეგენდის შთაგონებით, ბაბუამ შექმნა გოგირდის წყლების მონუმენტი, ეს ძეგლი იყო თბილისის თბილ წყლებზე აღმოცენების სიმბოლო. იმ დროს სსრკ-ში საეჭვო იყო ასეთი თავისუფალი მონუმენტური ობიექტების დამზადება; ეს იყო ზედმეტად აბსტრაქტული (ეს იყო შადრევანი ქვაში, მაგრამ ხალხს შეეძლო ეფიქრა თაღებზე, ოჯახზე, გუმბათებზე ისინი თავისუფალი იყვნენ თავიანთ ასოციაციებში).

ტონის ეკითხებოდნენ : “რას ნიშნავს ეს მონუმენტი?”ის პასუხობდა: „ადამიანებს უნდა ჰქონდეთ საკუთარი აზრი, თავად უნდა გაარკვიონ, იგრძნონ, დაინახონ “.

მან მაყურებელი კონკრეტული მოსაზრებებისგან გაათავისუფლა. საბჭოთა კავშირში ადამიანს განსაკუთრებით აკლდა თავისუფალი აზროვნება, აბსტრაქცია, თანამედროვე მიდგომა. ქვაში გამოთლილი უზარმაზარი შადრევანი განსაკუთრებით ათავისუფლებდა ჩარჩოებში და „ხრუშჩოვკებში“ გამოკეტილ მოქალაქეებს. ის არ იყო კონკრეტული და ბანალური , როდესაც ცხენი დგას და მაყურებელი ფიქრობს ო ცხენი.. მაგალითად სუპრემატიზმით მალევიჩმა გაათავისუფლა აუდიტორია – შეგიძლია იფიქრო რაც გინდა. შავი კვადრატი ფერის გამათავისუფლებელი იყო სიუჟეტისგან… განაგრძეთ კითხვა

  2025 წლის ყველაზე მნიშვნელოვანი თარიღები, რომლებიც ასტროლოგების აზრით, მომდევნო ათწლეულებს განსაზღვრავს
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი