საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები ზედიზედ მეორედ ითამაშებს ევროპის ჩემპიონატზე. გადამწყვეტი აღმოჩნდა მეხუთე ტურის საშინაო მატჩი საბერძნეთთან, რომელიც ქართველებმა 29:26 მოიგეს.
სპორტის სამინისტერო ხელბურთელთა ნაკრებს გამარჯვებას ულოცავს.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოს ხელბურთელთა ეროვნულ ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე გასვლისთვის ფულადი ჯილდო მილიონი ლარი გადაეცემა.
შესაბამის განკარგულებას ხელი პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მოაწერა.
საქართველოს ხელბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა თბილისი არენაზე გამართულ გადამწყვეტ მატჩში დღეს საბერძნეთის ნაკრები დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობის უფლება ზედიზედ მეორედ მოიპოვა.
მატჩს პრემიერ-მინისტრი პრეზიდენტთან და მთავრობის წევრებთან ერთად დაესწრო. ირაკლი კობახიძემ ხელბურთელთა ეროვნული ნაკრების წევრებს მადლობა გადაუხადა, გამარჯვება მიულოცა და წარმატებები უსურვა.
ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2025). საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებმა საბერძნეთი დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატზე მეორედ გავიდა. 8 მაისი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/საქართველოს-ხელბურთელთა/
