საქართველოს უმსხვილესი ინვესტორი ჩინეთი გახდა – მონაცემებს საქსტატი აქვეყნებს

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა
საქართველოს უმსხვილესი ინვესტორი ჩინეთი გახდა - მონაცემებს საქსტატი აქვეყნებს

საქართველოს უმსხვილესი ინვესტორი ჩინეთი გახდა – მონაცემებს საქსტატი აქვეყნებს. კერძოდ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ჩინეთი საქართველოში 2026 წლის II კვარტალში ძირითად პირდაპირ ინვესტორ ქვეყნებს შორის ლიდერობს.

წინასწარი მონაცემებით ჩინეთი პირველ ადგილზეა 219.5 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 46.8 პროცენტს შეადგენს, მეორე ადგილზე გაერთიანებული სამეფოა 123.5 მლნ. აშშ დოლარით (26.3 პროცენტი), ხოლო მესამეზე არაბთა გაერთიანებული საამიროები – 47.7 მლნ. აშშ დოლარით (10.2 პროცენტი).

წინასწარი მონაცემებით, 2026 წლის II კვარტალში სულ პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა 468.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. საქსტატის მონაცემებით, უმსხვილეს სექტორებს შორის თანხები ასე ნაწილდება:

საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები 207.6 მლნ აშშ დოლარი

უძრავი ქონება 119.9 მლნ აშშ დოლარი

დამამუშავებელი მრეწველობა 59.0 მლნ აშშ დოლარი

მშენებლობა 34.4 მლნ აშშ დოლარი

ვაჭრობა 16.4 მლნ აშშ დოლარი.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2026). საქართველოს უმსხვილესი ინვესტორი ჩინეთი გახდა – მონაცემებს საქსტატი აქვეყნებს. 8 სექტემბერი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/საქართველოს-უმსხვილესი-ი/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi