კვირა, აპრილი 20, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარითბილისისაქართველოს რკინიგზა 21 და 22 აპრილს თბილისი-ფოთი-თბილისის და თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით რეისებს ამატებს

საქართველოს რკინიგზა 21 და 22 აპრილს თბილისი-ფოთი-თბილისის და თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით რეისებს ამატებს

აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, საქართველოს რკინიგზა 21 და 22 აპრილს თბილისი-ბათუმი-თბილისისა და თბილისი-ფოთი-თბილისის მიმართულებით დამატებით რეისებს ნიშნავს. ინფორმაციას ამის შესახებ კომპანიის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.

დამატებითი მატარებლები მოქალაქეების გაზრდილ მობილობაზე რეაგირების მიზნით დაინიშნა. აქვე იხილეთ სრულ განრიგი:

თბილისი-ფოთი:

  • გასვლა: 11:05
  • ჩასვლა: 17:17

ფოთი-თბილისი:

  • გასვლა: 18:50
  • ჩასვლა: 00:56

თბილისი-ბათუმი:

  • გასვლა: 10:35
  • ჩასვლა: 16:10

ბათუმი-თბილისი:

  • გასვლა: 18:30
  • ჩასვლა: 23:47

საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, ბილეთების შეძენა შესაძლებელია როგორც კომპანიის ოფიციალური ვებგვერდით, ისე სწრაფი გადახდის აპარატებით, სალაროებში და პარტნიორი კომპანიების მეშვეობით.

დამატებითი რეისების დანიშვნა ტრადიციულად ხდება ყოველწლიურად, აღდგომის დღესასწაულის დღეებში, რათა საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან მომლოცველებს და მნახველებს გადაადგილება შეუფერხებლად შეძლონ.

 

 

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #sheniambebi #აქხარისხია

author avatar
Ani Davidiani
  თუ დასაქმებას ან დიდ მოგებას გპირდებიან, ეს უნდა იცოდეთ - 3 რჩევა კიბერთაღლითობისგან თავის დასაცავად
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი