საქართველოს ნაკრებმა გიორგი ქოჩორაშვილის გოლით ალბანეთი დაამარცხა და ჯგუფის ერთპიროვნული ლიდერი გახდა

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის B დივიზიონის მეორე ტურში ტირანაში ალბანეთის ნაკრებს დაუპირისპირდა და გიორგი ქოჩორაშვილის გოლით 1:0 გაიმარჯვა.

„აირ ალბანია არენაზე“ გამართულ თამაშში ვილი სანიოლმა „ჯვაროსნების“ შემადგენლობა არ შეცვალა და იგივე თერთმეტერული გამოიყვანა, რომელმაც ჩეხეთთან შეხვედრა დაიწყო.

მატჩის დასაწყისში მასპინძლები უფრო აქტიურები იყვნენ, თუმცა რეალურ სახიფათო მომენტამდე საქმე არ მისულა. ჩვენი ნაკრების შეტევები კი, უფროდაუფრო სახიფათო ხდებოდა. კაკაბაძის გამჭოლი პასის შემდეგ დარტყმა კვარაცხელიას შეეძლო, მაგრამ ის ბურთს ვერ შეწვდა. საბოლოოდ, პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2024). საქართველოს ნაკრებმა გიორგი ქოჩორაშვილის გოლით ალბანეთი დაამარცხა და ჯგუფის ერთპიროვნული ლიდერი გახდა. 11 სექტემბერი, 2024. https://sheniekimi.ge/ambebi/საქართველოს-ნაკრებმა-გიო/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi