შაბათი, სექტემბერი 6, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისხვასპორტისაქართველოს ნაკრების მორიგი რეკორდი - „ჯვაროსნების“ სატრანსფერო ფასი 185 მილიონ ევრომდე გაიზარდა

საქართველოს ნაკრების მორიგი რეკორდი – „ჯვაროსნების“ სატრანსფერო ფასი 185 მილიონ ევრომდე გაიზარდა

ევროპის ჩემპიონატზე თამაშის შემდეგ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების ფასმა მოიმატა, მოთამაშეთა ჯამური ღირებულება (რომელიც 161,05 მილიონი იყო) 24,05 მილიონი ევროთი გაიზარდა და 185,10 მილიონი გახდა – განახლებული ინფორმაცია „ტრანსფერმარკტმა“ გამოაქვეყნა.

ახალი მონაცემებით, გიორგი მამარდაშვილის ფასი 45 მილიონი ევრო გახდა (იყო 35 მილიონი) და ის მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული მეკარეა, გიორგი მიქაუტაძის ფასმა კი 15-დან 20 მილიონამდე მოიმატა.

ასევე გაზარდა გიორგი ქოჩორაშვილის (ერთი მილიონიდან – 2,5 მილიონამდე), ლაშა დვალის (900 ათასიდან 1,5 მილიონამდე) და ოთარ კაკაბაძის (600 ათასიდან 1 მილიონამდე) სატრანსფერო ღირებულებები.

  „გადავწყვიტე გავათამაშო ჩემი 2 მაისური“ – რა გათამაშებას სთავაზობს გიორგი ქოჩორაშვილი ქომაგებს
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი