საქართველოს მოსახლეობა 3 929 581-ია – საქსტატი აღწერის დაზუსტებულ მონაცემებს აქვეყნებს

ავტორი SheniAmbebi.ge
2 წუთიანი წაკითხვა
#image_title

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური 2024 წლის აღწერის დაზუსტებულ მონაცემებს აქვეყნებს, რომლის თანახმადაც, 2024 წლის 14 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობა 3 929 581-ია. მოსახლეობის 52% – 2 048 577 ქალია, ხოლო 48% – 1 881 004 კაცი.

საქსტატის ცნობით, ქალების წილი შედარებით მაღალია თბილისსა და ქუთაისში და 54%-ს შეადგენს, ხოლო შედარებით დაბალია ქედის, ხელვაჩაურის, ხარაგაულის, საგარეჯოს, მარნეულის მუნიციპალიტეტებში და 49%-ია.

2024 წლის აღწერის მონაცემებით, თბილისში 1 331 485 ადამიანი ცხოვრობს, რაც საქართველოს მოსახლეობის 34%-ია. მოსახლეობის რიცხოვნობის მიხედვით მეორე და მესამე ადგილს იკავებენ იმერეთის (510 741 ადამიანი) და ქვემო ქართლის (441 630 ადამიანი) რეგიონები, რომლებზეც მოდის შესაბამისად მოსახლეობის 13 და 11 პროცენტი.

- Advertisement -
Ad imageAd image

მოსახლეობის აღწერის შედეგების მიხედვით, 2024 წლის 14 ნოემბრის მდგომარეობით, ქალაქში ცხოვრობს მოსახლეობის 62% (2 442 231 კაცი), ხოლო სოფლებში 38% (1 487 350 კაცი).

რეგიონების მიხედვით, ქალაქში მცხოვრები მოსახლეობის წილი, თბილისის გარდა, მაღალია აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში (67%), რაც განპირობებულია ბათუმის მოსახლეობის მაღალი რიცხოვნობით.

ქალაქში მცხოვრებთა წილი შედარებით დაბალია მცხეთა-მთიანეთის, კახეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებში და შეადგენს 24%-ს.

რაც შეეხება მოსახლეობის ასაკს, საქსტატის ცნობით, მოსახლეობა ყველაზე მეტია 35-39 წლის ასაკობრივ ჯგუფში და 7.6%-ს შეადგენს. 10-14 წლის – 7.4%, 30-34 – 7.2%.

მათვე ინფორმაციით, ქალების წილი განსაკუთრებით მაღალია 85 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობაში, კერძოდ, აღნიშნულასაკობრივ ჯგუფში ქალების რაოდენობა 2.6-ჯერ აღემატება კაცების რაოდენობას.

- Advertisement -
Ad imageAd image

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2026). საქართველოს მოსახლეობა 3 929 581-ია – საქსტატი აღწერის დაზუსტებულ მონაცემებს აქვეყნებს. 22 აპრილი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/საქართველოს-მოსახლეობა-3-929-581/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi