საქართველოს მთავრობამ მიწისქვეშა მტკნარი სასმელი წყლის ჭაბურღილების აღრიცხვის შესახებ ახალი რეგულაცია დაამტკიცა, რომელიც პირველი სექტემბრიდან შევიდა ძალაში

1 წუთიანი წაკითხვა
საქართველოს მთავრობამ მიწისქვეშა მტკნარი სასმელი წყლის ჭაბურღილების აღრიცხვის შესახებ ახალი რეგულაცია დაამტკიცა, რომელიც პირველი სექტემბრიდან შევიდა ძალაში

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით და გარემოს ეროვნული სააგენტოს ჩართულობით, მიწისქვეშა მტკნარი სასმელი წყლის ჭაბურღილების სახელმწიფო აღრიცხვის ახალი რეგულაცია მომზადდა, რომელიც პირველი სექტემბრიდან ამოქმედდა.

ახალი წესი საქართველოს მთავრობის №424 დადგენილებით დამტკიცდა და მიწისქვეშა მტკნარი სასმელი წყლის ჭაბურღილების სახელმწიფო აღრიცხვის პროცედურებს განსაზღვრავს.

დადგენილება „წყლის რესურსების მართვის შესახებ“ საქართველოს კანონის აღსრულებისთვის შემუშავებული ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნორმატიული აქტია. რეგულაციის მიზანია მიწისქვეშა მტკნარი სასმელი წყლის რესურსების მდგრადი მართვისთვის საჭირო მონაცემების სისტემატიზებული შეგროვება და შესაბამისი საინფორმაციო ბაზის შექმნა.

ახალი წესის ამოქმედება მნიშვნელოვანი ნაბიჯია მიწისქვეშა მტკნარი სასმელი წყლის რესურსების დაცვისა და მდგრადი მართვის მიმართულებით.

მიღებული მონაცემები ხელს შეუწყობს წყლის ობიექტების რაოდენობრივი და ხარისხობრივი მახასიათებლების მონიტორინგს, არსებული მდგომარეობის შეფასებას და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავებას.

დადგენილების თანახმად, ჭაბურღილების სახელმწიფო აღრიცხვას გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტი განახორციელებს. აღრიცხვის შედეგად მიღებული ინფორმაციის საფუძველზე შეიქმნება მონაცემთა ჰიდროგეოლოგიური ბაზა, რომელიც პერიოდულად განახლდება.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2026). საქართველოს მთავრობამ მიწისქვეშა მტკნარი სასმელი წყლის ჭაბურღილების აღრიცხვის შესახებ ახალი რეგულაცია დაამტკიცა, რომელიც პირველი სექტემბრიდან შევიდა ძალაში. 4 სექტემბერი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/საქართველოს-მთავრობამ-მი/

გაუზიარეთ ეს სტატია
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi