Euro 2024-ზე, საქართველო-ჩეხეთის მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად თავისი გმირული თამაშის შემდეგ, გიორგი მამარდაშვილი დასახელდა. გიორგი გახდა პირველი ქართველი ფეხბურთელი, რომელმაც ამ ტურნირზე საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო მიიღო.
გიორგი მამარდაშვილს მატჩში 11 სეივი ჰქონდა, რაც მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის რეკორდია. ის დამსახურებულად გახდა მატჩის საუკეთესო მოთამაშე.
საქართველომ ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობის პერიოდში არაერთი უცხოელი ქომაგი შეიძინა. ჩვენმა ნაკრებმა მებრძოლი სულისკვეთების, შემართების, ბოლომდე ბრძოლის, ჟინის და თავდაუზოგავი თამაშის წყალობით, უამრავი ადამიანის გული მოიგო.
“ის საქართველოს კედელია, მისი დღევანდელი თამაში ძალიან კარგი იყო და დაფასებას იმსახურებს”.
“ქართველი მეკარე საუკეთესო იყო, რამდენჯერმე გადაარჩინა თავისი გუნდი”.
“ის საუკეთესო იყო, მე ჩეხი ვარ და ვამბობ, ჩეხები დეპრესიაში ჩაგვყარა”.
“ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე, მის გარეშე ვალენსია ცხრილის შუაში არ იქნებოდა, იმედია, დარჩება”.
“შეუფასებელი ოქრო გყოლიათ, ქართველებო”.
“რა კედელია, ვულოცავ საქართველოს ევროპის ჩემპიონატზე პირველ ქულას”.
“მისი ხელთათმანები მაგიურია”.
“ნამდვილად საუკეთესოა ამ ჩემპიონატზე”.
“ეს ბიჭი გმირია”.
“ბრწყინვალე ბიჭი ბრწყინვალე ქვეყნიდან”, – წერენ კომენტარებში.
ცნობისთვის, საქართველო ჩეხეთის მატჩი ფრედ, ანგარიშით 1-1 დასრულდა. ჩვენი გუნდიდან მატჩის ერთადერთი გოლი გიორგი მიქაუტაძემ 11-მეტრიანი ნიშნულიდან გაიტანა.
შემდეგი თამაში 26 ივნისს, პორტუგალიის წინააღმდეგ იქნება.
მასალის გამოყენების პირობები