საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი ბუდუ ზივზივაძე ქართველ გულშემატკივრებს გერმანიაში, საკუთარ სახლში დარჩენას კვლავ სთავაზობს.
როგორც ბუდუ ამბობს, დიდი სახლი არ აქვს, მაგრამ სტუმრებს მისაღებს დაუთმობს.
„სიმართლე რომ გითხრათ, ძალიან დიდი სახლი არ მაქვს, მაგრამ არ არის პრობლემა, შემიძლია, მისაღებ ოთახში მივწიო-მოვწიო რაღაცები, ლეიბები დავაფინო. ამიტომ, შეუძლიათ, რომ დარჩნენ ჩემთან. ამ დროს მე ალბათ შეკრებაზე ვიქნები, სასტუმროში ნაკრებთან ერთად. ამიტომ, მაგ საკითხზე ჩემს ოჯახთან უნდა გაიარონ კონსულტაციები, ვისაც სურვილი ექნება, რომ ჩემთან დარჩეს“, – ამბობს ზივზივაძე „ტაიმ აუტში”.
Sheni Network
ამასთან, მან რუსთავი ორს მისაღები ოთახი დაათვალიერებინა, სადაც სტუმრებს სთავაზობს ღამის გათევას.
ამ სტატიის ციტირება (Vancouver)
SheniAmbebi.ge. „მისაღებში შემიძლია, ლეიბები დავაფინო და დარჩნენ ჩემთან“ – ბუდუ ზივზივაძე გვათვალიერებინებს ოთახს, სადაც ქართველ გულშემატკივარს ეპატიჟება [Internet]. თბილისი: Sheniekimi/ambebi.ge; 2024 [ციტირებულია: 2026 სექ 6]. ხელმისაწვდომია: https://sheniekimi.ge/ambebi/%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%a6%e1%83%94%e1%83%91%e1%83%a8%e1%83%98-%e1%83%a8%e1%83%94%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%ab%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%90-%e1%83%9a%e1%83%94%e1%83%98/
sheniekimi.ge/ambebi

