კვირა, აპრილი 19, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებასაქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი

დედაო ღვთისა, გარდამოიხილე ჩვენზედა და გვაცხოვნე ჩვენ!
ყოვლადწმინდაო ღვთისმშობელო, პატრონო ივერიისაო, ბრწყინვალე ვარსკვლავო ცისკრისაო, მზეო ქვეყანისაო, აღმატებულო ანგელოზთაო, შემწეო ყოველთა დავრდომილთა და შეჭირვებულთაო, მამისაგან უფლის დედად გამორჩეულო და მფარველო ორთავ სოფლისაო, მოწყალე თვალით გარდამოიხილე შენს წილხვედრ საქართველოსა ზედა და ურიცხვთა ცოდვათა ჩვენთა შენდობა შესთხოვე ყოვლადწმიდასა სამებასა, – მამასა, ძესა და სულსა წმიდასა. წყალობითა შენითა კვლავ აღგვადგინე: მშიერნი დააპურე, შიშველნი შემოსე, საპყრობილესა შინა მყოფნი განათავისუფლე და სიმართლის გზაზე დააყენე; უძლურნი განკურნე, მტირალთ ნუგეში ეც, ჭაბუკთა და ყრმათა სიმხნე და გონიერება მიეც და სულიერად განამტკიცე, ასაკოვანნი სიბრძნით აღავსე და მათი შთამომავალნი კეთილდღეობით გაახარე.
დედაო მოწყალეო, მოგვმადლე სიმტკიცე რწმენისა, სასოება და შიში ღვთისა, შეუორგულებელი სიყვარული ეკლესიისა და მოყვასისა, ერთგულება მამულისა და ქართული ენისა, მოგვანიჭე გული წმინდა და სული წრფელი, გონება მახვილი და ღრმა, სხეული ჯანსაღი და უვნებელი; განამტკიცე ოჯახები ქართველთა და აკურთხე იგინი შვილთა სიმრავლით; აღავსე ბეღელნი ჩვენი პურითა და ვენახები ჩვენი – ყურძნითა, განამრავლე მოსავალი მიწისა და მონაგები პირუტყვთა.
ღვთისმშობელო დედაო, შეცთომილნი ძენი და ასულნი ივერიისანი ჭეშმარიტების გზაზე დააყენე, უცხოეთში მყოფი ქართველნი სამშობლოში მშვიდობით დააბრუნე; მტრად მოსულნი უცხო ტომნი ჩვენს უვნებლად თვისავ ქვეყანასა შინა განაწესე, ხოლო ყოველთა მკვიდრთა საქართველოისთა, მოგვეც ძალი ურთიერთთანადგომისა და სიყვარულისა, რათა მწუხარეთა თანა ვტიროდეთ და შევეწეოდეთ მათ, ხოლო მხიარულთა თანა ვიხარებდეთ.
დედაო მარიამ, ერი ქართველთა, მთავრობა, მხედრობა და ეკლესია ჩვენი სულიერად შეჰკარ და აღდგენილსა მამულსა შინა ჩვენსა ერთ განუყოფელ სამწყსოდ ღვთისა დაადგინე; ტაძრად შენდა ჰყავ საქართველო და ხილულ და უხილავ მტერთაგან კეთილსურნელ იათა მახვილით დაიცევ.
მერმეცა გევედრები, რათა შეეწიო მართლმადიდებლობით აღსრულებულთა ჩვენთა ახლობელთა და წინაპართა და სულნი მათნი, ღვთის წინაშე შენის მეოხებით, სავანესა მართალთასა დააწესო.
განუზომელია წყალობა შენი ჩვენ ზედა, ღვთისმშობელო დედაო, დიდებასა და მადლობასა გწირავთ შენ, მეოხო ჩვენო; შენს ფერხთა ქვეშ განვაფენთ გულთა ჩვენთა და კანდლად აღგინთებთ ლოცვასა ჩვენსა; ზეცისა სასუფეველიდან ვიდრე საქართველომდე, ვითარცა ფიანდაზსა, დაგიფენთ სიყვარულსა ჩვენსა და მთელის ქვეყნის ყვავილებით განვამშვენებთ მას.
მუხლმოდრეკით შეგთხოვ, არ განგვშორდე არცა ჟამსა მას მეორედ მოსვლისა ძისა შენისასა და სრულიად საქართველო უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს მარჯვენით დაადგინე, რათა შენთანა ვიხარებდეთ და ვადიდებდეთ დამბადებელსა ჩვენსა, ყოველთა მონანულთა შემწყნარებელსა და სიყვარულსა დაუსრულებელსა – მამასა, ძესა და წმიდასა სულსა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
სასურველია ამ ლოცვის ყოველდღიურად წაკითხვა
სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია II

  საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე გარდაიცვალა

 

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.