კატარის სახელმწიფოში ვიზიტით მყოფმა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა კატარის ვიცე-პრემიერთან, თავდაცვის საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან, შეიხ საუდ ბინ აბდულრაჰმან ალ თანისთან შეხვედრა გამართა. ირაკლი ჩიქოვანმა მას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მინისტრებმა ორმხრივი კავშირების მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება და იმედი გამოთქვეს, რომ დადებითი დინამიკა, რაც საქართველოსა და კატარის სახელმწიფოებს შორის ურთიერთობის განვითარების კუთხით არსებობს, მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება.
შეხვედრაზე მხარეებმა თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის კონკრეტული მიმართულებები განიხილეს, რაც ხელს შეუწყობს ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო გაძლიერებას.


