რუმინეთი გახდა პირველი, ევროკავშირის წევრი სახელმწიფო, რომელმაც საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა დაამყარა და ამ თანამშრომლობის გაგრძელებას დღესაც მნიშვნელოვნად მიიჩნევს, რადგან ქვეყნის ევროპულ პერსპექტივის სჯერათ. განაცხადა რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ოანა ტოიუმ, ლუქსემბურგში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტერიალის დაწყებამდე ჟურნალისტებთან საუბრისას.
მისი შეფასებით, ამ ეტაპზე საქართველოს ევროპული კურსის შენარჩუნებაში მთავარი ძალა საზოგადოებაა და არა სახელმწიფო ინსტიტუტები თუ ცენტრალური ხელისუფლება. მინისტრის თქმით, ეს საქართველოს მოქალაქეების გამძლეობასა და დემოკრატიულ პოტენციალზე მიუთითებს, რის გამოც აუცილებელია დიალოგის გაგრძელება და დამატებითი ძალისხმევის ჩადება ქვეყნის ევროპული გზის მხარდასაჭერად.
ოანა ტოიუმ ასევე აღნიშნა, რომ რუმინეთი ყურადღებით აკვირდება საქართველოში მიმდინარე პროცესებს და არსებული ვითარება შეშფოთების საფუძველს იძლევა. მისი განცხადებით, შავი ზღვის რეგიონთან დაკავშირებულ საკითხებში საჭიროა უფრო მჭიდრო თანამშრომლობა და საერთო პოზიციების ჩამოყალიბება, ხოლო ამ კონტექსტში საქართველო ერთ-ერთ მნიშვნელოვან ქვეყანად რჩება.
გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi


