სამშაბათი, ნოემბერი 26, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოებასაქართველომ უნდა გაზარდოს მეტი ჩემპიონი და არა მოწევაზე დამოკიდებული თაობები - „თამბაქოს...

საქართველომ უნდა გაზარდოს მეტი ჩემპიონი და არა მოწევაზე დამოკიდებული თაობები – „თამბაქოს კონტროლის ალიანსი“

თამბაქოს კონტროლის ალიანსი განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველომ უნდა გაზარდოს მეტი ჩემპიონი და არა მოწევაზე დამოკიდებული თაობები.

ამასთან, თამბაქოს კონტროლის ალიანსის განცხადებაში ნათქვამია, რომ დაუყოვნებლივ უნდა აიკრძალოს ელექტრონული სიგარეტებისა და გასახურებელი თამბაქოს ნაწარმის რეალიზაცია.

„ვიდრე მთელი ქვეყანა ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატზე საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ქომაგობდა, პარლამენტში საზოგადოების ჯანმრთელობისთვის საზიანო, კიდევ ერთი გარიგება შედგა. 74 ხმით მხარი დაუჭირეს თამბაქოს ინდუსტრიის კიდევ ერთი საკანონმდებლო ცვლილების ინიციატივას და ცვლილებათა პროექტი ორ დღეში სამი მოსმენით მიიღეს. პროექტის თანახმად, რეგულაცია თამბაქოს ნაწარმით სადა შეფუთვით ვაჭრობის შესახებ უკვე მეოთხედ გადავადდება და 2024 წლის 31 ივლისის ნაცვლად, მიმდინარე წლის პირველი ოქტომბრიდან ამოქმედდება. ამასთან, დაიშვება წარწერების დატანა ფილტრიან, უფილტრო სიგარეტზე, პაპიროსზე, სიგარასა და სიგარელაზე, რაც სადა შეფუთვის არსს ეწინააღმდეგება და საფრთხეა მოზარდებისა და ახალგაზრდობისთვის. მათთვის ამოცნობადი და მიმზიდველი არ უნდა იყოს თამბაქოს არცერთი პროდუქტი.

სამწუხაროდ, ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო კორუფციული გარიგებების გამო სულ უფრო ქარვასლას ემსგავსება, სადაც შეგიძლია, ყველაფერზე ივაჭრო. ამიტომაც, თამბაქოს ლობისტების მოთხოვნით, გასახურებელი თამბაქოს მსგავსად, შემზღუდველი რეგულაციები უნდა მოიხსნას დასაღეჭი, შესასუნთქი თამბაქოს, სიგარის, ნიკოტინის შემცველი სხვა პროდუქტების შეფუთვაზეც, რაც კონკრეტული თამბაქოს კომპანიის კონკრეტული ბრენდის პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს და უბიძგებს ბავშვებსა და ახალაგზრდებს, დაიწყონ სწორედ იმ პროდუქტების მოხმარება, რომელიც მარკეტინგულად უფრო მიმზიდველი იქნება.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის 2024 წლის ანგარიშის თანახმად, მსოფლიოში თამბაქოს მოხმარების შემცირების მნიშვნელოვანი პროგრესის მიუხედავად, ბაზარზე თამბაქოს ახალი პროდუქტების გამოჩენა საფრთხეს უქმნის ბავშვებსა და ახალგაზრდებს.

16 წლის ასაკობრივ ჯგუფში ათიდან ერთი ბავშვი მწეველია. კატასტროფულად იზრდება და ეპიდემიის სახე მიეცა ელ. სიგარეტის/ვეიპებისა და გასახურებელი თამბაქოს ნაწარმის გამოყენებას მოზარდებში. ზოგადად მოსახლეობაში 18-დან 68 წლის ასაკობრივ ჯგუფში დაახლოებით 28% მწეველია, რაც იწვევს უდიდეს ფინანსურ დანახარჯს და დიდი დანაკარგია სოციალურად და კლინიკური ჯანმრთელობის კუთხით.

ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოში, აღმასრულებელ და საკანონმდებლო ორგანოებში მომავალ თაობას ქომაგი აღარ ჰყავს. ამ მხრივ, ბოლო წლებია, აღარ ისმის ჯანდაცვის სამინისტროს პოზიციაც და შემაშფოთებელია პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის არა მხოლოდ უმოქმედობა, თამბაქოს ინდუსტრიის წინადადებების პირდაპირი მხარადაჭერა, რაც ეწინააღმდეგება თამბაქოს კონტროლის ჩარჩოკონვენციას და თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობას და სამედიცინო პერსონალის ეთიკის კოდექსს.

სამწუხაროა, რომ, თამბაქოს კონტროლის რეფორმების და კანონმდებლობის გაძლიერების ნაცვლად, პარლამენტი ხელს უწყობს დაიშალოს კანონი, რომელმაც მომდევნო 15 წლის განმავლობაში ქვეყანას თავიდან უნდა ააცილოს ათასობით მოქალაქის გარდაცვალება და მნიშვნელოვნად შეამციროს თამბაქოსთან ასოცირებული მთლიანი ეკონომიკური ხარჯები.

საქართველომ მეტი ჩემპიონი უნდა გაზარდოს და არა მოწევაზე დამოკიდებული მომავალი თაობები. ამიტომაც დაუყოვნებლივ უნდა აიკრძალოს ელ. სიგარეტებისა და გასახურებელი თამბაქოს ნაწარმის რეალიზაცია და საქართველო გამოცხადდეს მომაკვდინებელი პროდუქტებისაგან თავისუფალ ქვეყნად, ისე, როგორც მსოფლიოს 40 ქვეყანაშია, რომელთაც ცოტა ხნის წინ ყაზახეთი შეუერთდა და ამავეს აპირებს აზერბაიჯანიც, რადგან მომავალი თაობების ჯანმრთელობაზე ზრუნვა მათი პრიორიტეტია, მიუხედავად თამბაქოს ინდუსტრიის მხრიდან შანტაჟის, ზეწოლისა თუ მოსყიდვის მცდელობისა“, – აღნიშნულია განცხადებაში.

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი პოსტები
11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

25 November, 2024
პირველი ფიტნეს აკადემია და ევროპული ფიტნეს აკადემია იყო მოწვეული Georgian Anti-Doping Agency კონფერენციაზე

პირველი ფიტნეს აკადემია და ევროპული ფიტნეს აკადემია იყო მოწვეული Georgian Anti-Doping Agency კონფერენციაზე

ნოემბერი 25, 2024
როგორ შევქმნათ ინტერიერის საახალწლო გაფორმება საკუთარი ხელით

როგორ შევქმნათ ინტერიერის საახალწლო გაფორმება საკუთარი ხელით

ნოემბერი 25, 2024
გაფრთხილება მძღოლებს! – დარღვევის შემთხვევაში, 1000 ლარით დაჯარიმდებით

გაფრთხილება მძღოლებს! – დარღვევის შემთხვევაში, 1000 ლარით დაჯარიმდებით

ნოემბერი 26, 2024
როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

20 ნოემბერი 2024
გაფრთხილება მძღოლებს! – დარღვევის შემთხვევაში, 1000 ლარით დაჯარიმდებით

გაფრთხილება მძღოლებს! – დარღვევის შემთხვევაში, 1000 ლარით დაჯარიმდებით

ნოემბერი 26, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ზღმარტლი – ცოტამ თუ იცის მისი სასარგებლო თვისებების შესახებ

ზღმარტლი – ცოტამ თუ იცის მისი სასარგებლო თვისებების შესახებ

ნოემბერი 25, 2024
5 რჩევა plus-size მოდელისგან ეშლი გრეჰემისგან საკუთარი თავისა და სხეულის უკეთ შეყვარებისთვის

5 რჩევა plus-size მოდელისგან ეშლი გრეჰემისგან საკუთარი თავისა და სხეულის უკეთ შეყვარებისთვის

ნოემბერი 25, 2024
სად ვიმოგზაუროთ ზამთარში: საუკეთესო ადგილები დასვენებისთვის

სად ვიმოგზაუროთ ზამთარში: საუკეთესო ადგილები დასვენებისთვის

25 ნოემბერი 2024
ავლაბარი – თბილისის უძველესი ისტორიული უბანი

ავლაბარი – თბილისის უძველესი ისტორიული უბანი

ნოემბერი 25, 2024
ქართველი პენსიონერების აქტიურობა საზღვარგარეთ მოგზაურობისას გაიზარდა

ქართველი პენსიონერების აქტიურობა საზღვარგარეთ მოგზაურობისას გაიზარდა

ნოემბერი 25, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი