ფენ შუი უძველესი ჩინური სიბრძნეა, რომლის მიხედვითაც, სამყარო ერთი დიდი ორგანიზმია და ყველაფერს, მათ შორის მატერიალურ საგნებს თავიანთი ენერგეტიკა აქვთ. თავისი ენერგეტიკა აქვს ფულსაც. თუკი მისი მოზიდვა გაქვთ გადაწყვეტილი შემდეგი 10 წესის დაცვა არ გაწყენდათ:
1. სახლში მუდამ სისუფთავე დაიცავით, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ჰოლს, დერეფანს, სამზარეულოს.. ფული ბინძურ სახლებში არ მოდის, ან არ ჩერდება, მას სისუფთავე უყვარს.
2. არასოდეს დახარჯოთ ხელფასი აღებისთანავე. შემოსავალი პირველივე დღეს არ უნდა გაანიავოთ. პირველ დღეს სჯობს რომ სეიფში, ან ყუთში გააჩეროთ თანხა და მეორე დღიდან დაიწყოთ ხარჯვა.
4. საფულეში არასოდეს შეინახოთ პირადი ნივთები, ფოტოები, ხატები, ჩეკები და უსარგებლო ნივთები… იქ მხოლოდ ფული და პლასტიკური ბარათები უნდა იყოს.
5. კუპიურები თანმიმდევრობის მიხედვით დაალაგეთ ხოლმე და ისე ჩააწყვეთ საფულეში მათთვის განკუთვნილ სპეციალურ ადგილას.
6. ფული მხოლოდ დილით და სუფთა ხელებით დაითვალეთ.
7. ფულის მოსაზიდად გამოგადგებათ მდიდარი ადამიანისთვის თუნდაც ერთდოლარიანი კუპიურის გამორთმევა, რაოდენობას მნიშვნელობა არ აქვს (თუმცა უკეთესია უცხოური ვალუტა) და მერე მისი უცვლელად შენახვა.
8. ეცადეთ სრულყოთ ფულის შოვნის უნარი. არასოდეს თქვათ რომ ის ხელის ჭუჭყია, რომ უმნიშვნელოა თქვენთვის… თუ გინდათ შოულობდეთ, მოტივირებული უნდა იყოთ მის შოვნაზე. ფულს ფული მოაქვს.
9. შემოსავალს სასურველია თუ ამ პროპორციით დაყოფთ: 15% დახარჯეთ საკუთარ თავზე, 10% იმ ოჯახის წევრებზე, რომლებიც თქვენს დახმარებას საჭიროებენ, 25% გადადეთ გაუთვალისწინებელი შემთხვევებისთვის და 50% კეთილი საქმეებისთვის, ქველმოქმედებისთვის.
10. და ბოლოს – გაეცით რაც შეიძლება მეტი… რუსთველს თურმე ფენ შუიც ეთანმება – რასაცა გასცემ შენია… უფრო მეტიც – ჩინური სიბრძნე გვასწავლის, რომ ყველაფერი ორმაგად გვიბრუნდება.
iPhone: https://apps.apple.com/fr/app/sheni/id6746877342?l=en-GB
Telegram არხი: https://t.me/SheniEkimi
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2025). “საფულეში არასოდეს შეინახოთ ფოტოები, ხატები, ჩეკები…” – ფენ შუის 10 წესი ფულის გასამრავლებლად. 3 ნოემბერი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/საფულეში-არასოდეს-შეინა/
ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა
განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.
საქართველო (მთელი ქვეყანა) · სხვა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: CV.geსაქართველო (მთელი ქვეყანა) · სხვა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: CV.geბათუმი · სხვა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · მშენებლობა / ხელოსნობა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · ტრანსპორტი / ლოგისტიკა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · სხვა
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterგანახლებულია: 2026-11-25T21:51:45+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.

