პარასკევი, ოქტომბერი 3, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიისტორიებისასწაულმოქმედი ხატი, რომელსაც ხელები უთბება

სასწაულმოქმედი ხატი, რომელსაც ხელები უთბება

სასწაულმოქმედი ხატების შესახებ მსოფლიოსა თუ საქართველოში არაერთი ისტორია მოგვისმენია.

ამჯერად „ღამის პრაიმტიმში“ ზურაბ შიოშვილი საუბრობს ხატზე, რომელსაც ხელები უთბება.

ამ ხატს “დედოფალი”, ანუ “სიხარულის მომნიჭებელი” პატრიარქმა უწოდა. ის 2014 წელს შეიქმნა და ივერონში დაბრძანებული დედა ხატის – ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ანალოგია, რომელსაც “პორტაიტისა” ეწოდება.

ზურაბ შიოშვილი კონკრეტულ შემთხვევასაც იხსენებს.

„ხელების გათბობა პირველად დააფიქსირა ხალხმა. როცა ასლის დარიგება დავიწყეთ, გვწერდნენ, გვირეკავდნენ, რომ აღმოაჩინეს რომ ხატს ხელი უთბებოდა. ერთ-ერთი ფაქტი ჩვენ დავაფიქსირეთ სახლში. ზამთარი იყო. ხატს როცა შესაწირს ჩუქნიან, გიორგი კიდებს ამ სამკაულებს იქ, სადაც ხატია დაბრძანებული. ვუყურებ ამ ადამიანს და ვხედავ გადაწითლდა, ლამის ოფლი ჩამოდის. ვხედავ რომ ადამიანი იწვის და ინტუიციურად მივხვდი, რომ ეს სიმხურვალე მოდიოდა აქედან (ხატიდან). ახლოს მივედი ხატთან, ხელი მივიტანე, ხელისგული პრაქტიკულად დამეწვა. მაგრამ მე მსგავსი ფაქტი არც წამიკითხავს და არც მსმენია (კარგი განათლება მაქვს რელიგიური ლიტერატურიდან). ამიტომ არ ვთქვი. მაგრამ როცა გამრავლდა ხატი, უკვე ძალიან ბევრი ადამიანი გვწერდა, რომ მათაც შენიშნეს მსგავსი.

„იქნებ გვეჩვენება, მაგრამ ჩემთანც უთბება ხელი“,- აღნიშნავდა მრევლის ნაწილი. შემდეგ როცა ამერიკაში, მონასტერში წაიღეს, იქაც კი გახდნენ ამ ფაქტის მომსწრენი“, – ამბობს ზურაბ შიოშვილი.

ასევე ნახეთ: „მარტივი რიტუალი პრობლემებისგან თავის დასაღწევად…“ – რას გვირჩევს ასტროლოგი

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
  განძი, რომელიც 1939 წელს მიტოვებულ ბინაში აღმოაჩინეს - რა დახვდათ ბინაში, სადაც 70 წელი არავინ შესულა
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი