შაბათი, სექტემბერი 6, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიშემთხვევაკრიმინალი/შსსსასტიკი მკვლელობა - კადრები, სადაც ტრაგედიამდე დაწყებული დაპირისპირებაა ასახული

სასტიკი მკვლელობა – კადრები, სადაც ტრაგედიამდე დაწყებული დაპირისპირებაა ასახული

ფიზიკური დაპირისპირების ამსახველი კადრები, რომელსაც მოგვიანებით განზრახ მკვლელობა მოჰყვა, “კურიერმა” ექსკლუზიურად მოიპოვა. კადრები სამეთვალყურეო კამერითაა გადაღებული. კონფლიქტი, რომელიც ვარკეთილის მეტროს მიმდებარედ მოხდა, ერთი ახალგაზრდის მკვლელობით და სამი ადამიანის დაჭრით დასრულდა.

რა გახდა ფიზიკური დაპირისპირებისა და მკვლელობის მოტივი, ჯერ უცნობია. მამაკაცი, რომელსაც ერთ-ერთმა თავდამსხმელმა დანით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა, 25 წლის მიშო ქავთარაძეა. კადრებში ჩანს, რომ მის საშველად ადგილზე იმყოფება მამაც, რომელსაც დანით ასევე მძიმე დაზიანებები მიაყენეს. ფაქტს ადგილობრივებიც ადასტურებენ.

მოკლულის მამის გარდა, თავდამსხმელმა ცივი იარაღით დაჭრა კიდევ ორი ახალგაზრდა – რატი ბაშალეიშვილი და ნოდარ რეხვიაშვილი. ორივე მიშო ქავთარაძის ახლო მეგობრები არიან და, სავარაუდოდ, კონფლიქტში მის დახმარებას ცდილობდნენ. ახლობლები ამბობენ, რომ სამივე დაჭრილი ამ დრომდე კლინიკაში რჩება. მათი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობისა და სამი ადამიანის დაჭრის ფაქტზე სამართალდამცველებმა 20 წლის მამაკაცი დააკავეს. ის წარსულში ერთხელ უკვე არის ნასამართლევი და მკვლელობის დროს პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფებოდა. ადგილობრივებისთვის დამნაშავის ვინაობა, ჯერჯერობით, უცნობია.

20 წლის მამაკაცს მძიმე დანაშაულისთვის ბრალდება უკვე წარედგინა. მას 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობა ემუქრება.

  სახელმწიფო ქონება თბილისში კვლავ აუქციონზეა — ფასი 5 მილიონი ლარია
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი