ხუთშაბათი, იანვარი 8, 2026
- Advertisement -spot_img
მთავარიშემთხვევაკრიმინალი/შსსსასტიკად მოკლული მასწავლებლის საქმე - „ჩემთვის 17 წლის მკვლელი ისეთივე მკვლელია, როგორც...

სასტიკად მოკლული მასწავლებლის საქმე – „ჩემთვის 17 წლის მკვლელი ისეთივე მკვლელია, როგორც 37 წლის. ისინი ციხეში უნდა ამოვალპო“

„ჩემთვის 17 წლის მკვლელი ისეთივე მკვლელია, როგორც 37 წლის. ისინი ციხეში უნდა ამოვალპო. ჯგუფურად მოკლეს, შეთანხმებით!  – გაიგეთ, ხალხო?!“ – ამის შესახებ გარდაცვლილი მასწავლებლის დედამ TV პირველთან განაცხადა.

„მე გიგა მომიკლეს. თუ დაიჭერენ სამივეს, ოჯახებისთვის უკეთესი იქნება, ცოცხლად მაინც ეყოლებათ თავინათი შვილები“ – ამბობს გიგას დედა.

24 ოქტიმბერს კლინიკაში გარდაიცვალა ახალგაზრდა მასწავლებელი, 26 წლის გიგა ავალიანი, რომელსაც არსებული ინფორმაციით, თბილისში, თემქაზე ჩაუსაფრდნენ, სცემეს და თავის არეში უმძიმესი დაზიანებები მიაყენეს.

მასწავლებელი რამდენიმე დღის განმავლობაში კომაში იყო და ექიმები მის გადარჩენას გუშინდელ დღემდე ცდილობდნენ.

დაუდასტურებელი ინფომაციით, სისხლიან დაპირისპირებაში 4 პირი იღებდა მონაწილეობას, ერთ-ერთი მათგანი კი არასრულწელოვანი გოგოა. დაპირისპირების მიზეზად, არსებული ინფორმაციით, ეჭვიანობა სახელდება.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს.

უწყების ცნობით, მძიმე დანაშაულის ბრალდებით, ერთი პირი, 17 წლის ბიჭია დაკავებული. გარდაცვლილის ოჯახი დაპირისპირებაში მონაწულე ყველა პირის გამოვლენას და დასჯას ითხოვს.

  პომიდვრის გადარგვის სეზონია – როგორ მოვამზადოთ ნიადაგი ბუნებრივი სასუქებით
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი