სამშაბათი, აპრილი 1, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიშემთხვევაკრიმინალი/შსსსასაზღვრო პოლიციის თანამშრომელი ყოფილ ცოლს ჯანმრთელობის დაზიანებით ემუქრებოდა - საგამოძიებოს განცხადება

სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელი ყოფილ ცოლს ჯანმრთელობის დაზიანებით ემუქრებოდა – საგამოძიებოს განცხადება

სპეციალური საგამოძიებო სამსახური ცნობით, ყოფილი მეუღლის მიმართ ჯანმრთელობის დაზიანების მუქარის ფაქტზე, სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელი დააკავეს.

“ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ეჭვიანობის ნიადაგზე, თავისი მეუღლის მიმართ აგრესიას გამოხატავდა, სამსახურისათვის თავის დანებებას სთხოვდა და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა. არსებული კონფლიქტის საფუძველზე, დაზარალებული ბრალდებულთან განქორწინდა. მიუხედავად ამისა, 2024 წლის 24 ივლისს, ღამის საათებში, ქობულეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ ციხისძირში,  საავტომობილო გზაზე, სამართალდამცავი ავტომანქანით ყოფილ მეუღლეს დაედევნა და შეჩერება მოსთხოვა, რის შემდეგაც ავტომანქანაში მყოფ დაზარალებულთან მივიდა და პირსინგის ახევით და ჯანმრთელობის დაზიანებით დაემუქრა, რის შემდეგაც ქალს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში გაუჩნდა.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, დაზარალებული ქალის მომართვისთანავე, გამოძიება მყისიერად დაიწყო.

ჩატარდა გადაუდებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები. კერძოდ, გამოიკითხა დაზარალებული, დაზარალებულის ოჯახის წევრები და საქმესთან შემხებლობაში მყოფი სხვა პირები, ჩატარებული იქნა საგამოძიებო ექსპერიმენტი და მოპოვებული იქნა დანაშაულში მამხილებელი სხვა მტკიცებულებები, რის შემდეგაც სასამართლოს განჩინების საფუძველზე სამართალდამცავი დაკავებული იქნა.” ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

სპეციალური საგამოძიებო სამსახური საქმეზე გამოძიებას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით აგრძელებს. სამართალდამცავს ბრალდება კანონით დადგენილ ვადაში წარედგინება. დანაშაული 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მასალის გამოყენების პირობები
  დააკავეს კაცი, რომელიც მეზობლის სახლში შეიპარა და შემდეგ ქალი ნაჯახით მოკლა
მსგავსი პოსტები
საუკეთესო დრო მონტენეგროში სამოგზაუროდ

საუკეთესო დრო მონტენეგროში სამოგზაუროდ

31 March, 2025
ტყვია, როგორც გლობალური პრობლემა

ტყვია, როგორც გლობალური პრობლემა

მარტი 31, 2025
სწორი პოზიცია ლეპტოპთან მუშაობისას – რჩევა საქართველოს ერგონომიკის ასოციაციისგან

სწორი პოზიცია ლეპტოპთან მუშაობისას – რჩევა საქართველოს ერგონომიკის ასოციაციისგან

მარტი 31, 2025
რა ცვლილებები ამოქმედდება პირველი აპრილიდან?

რა ცვლილებები ამოქმედდება პირველი აპრილიდან?

მარტი 31, 2025
“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

21 თებერვალი 2025
ფიტარეთის მონასტერი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, მდინარე ხრამის ღრმა ხეობაში, ულამაზესი ფოთლოვანი ტყეებით გარემოცულ ადგილას მდებარეობს

ფიტარეთის მონასტერი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, მდინარე ხრამის ღრმა ხეობაში, ულამაზესი ფოთლოვანი ტყეებით გარემოცულ ადგილას მდებარეობს

მარტი 31, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ქართული ვაზის ჯიშები, რომლებიც გადაშენების პირასაა და არ გვხვდება ღვინის ბაზარზე

ქართული ვაზის ჯიშები, რომლებიც გადაშენების პირასაა და არ გვხვდება ღვინის ბაზარზე

მარტი 31, 2025
რუსკა მაყაშვილის ახალი სახლი და ახალი ცხოვრება

რუსკა მაყაშვილის ახალი სახლი და ახალი ცხოვრება

მარტი 31, 2025
ტურუსტული ადგილები სიდნეიში, რომლებიც იქ ყოფნისას აუცილებლად უნდა მოინახულოთ

ტურუსტული ადგილები სიდნეიში, რომლებიც იქ ყოფნისას აუცილებლად უნდა მოინახულოთ

31 მარტი 2025
ისნის რაიონში, თეოფანე დავითაიას ქუჩის სრული რეაბილიტაცია დასრულდა

ისნის რაიონში, თეოფანე დავითაიას ქუჩის სრული რეაბილიტაცია დასრულდა

მარტი 31, 2025
ტომ კრუზის ცნობილი კადრი ლეგოს კუბიკებით გაცოცხლდა — „შეუსრულებელი მისია“ LEGO Ideas-ზე

ტომ კრუზის ცნობილი კადრი ლეგოს კუბიკებით გაცოცხლდა — „შეუსრულებელი მისია“ LEGO Ideas-ზე

მარტი 31, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი