აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, ბილ კლინტონის განცხადებით, ამერიკა ნოემბერში მკაფიო არჩევანის წინაშე დადგება.
“როგორც ვხედავ, 2024 წელს საკმაოდ მკაფიო არჩევანი გვექნება. კამალა ჰარისი, ხალხისთვის და მეორე კაცი, რომელიც არის „მე, მე, მე“. კამალა ჰარისი იმუშავებს ჩვენი პრობლემების გადასაჭრელად, გამოიყენებს ჩვენს შესაძლებლობებს, შეამსუბუქებს ჩვენს შიშებს და უზრუნველყოფს, რომ თითოეულ ამერიკელს, მიუხედავად იმისა, ვის მისცემს ხმას, ჰქონდეს ოცნებების ასრულების შანსი“, – აღნიშნა ბილ კლინტონმა დემოკრატიული პარტიის ეროვნულ ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას.
მისი თქმით, კამალა ჰარისი არის ერთადერთი კანდიდატი საპრეზიდენტო რბოლაში, რომელსაც აქვს ხედვა, გამოცდილება, ტემპერამენტი, სურვილი და სრული სიამოვნება, რომ რაღაც გააკეთოს.
„შეხედეთ, რას აკეთებს მისი ოპონენტი. ის ძირითადად საკუთარ თავზე საუბრობს. ასე რომ, შემდეგ ჯერზე, როცა მას მოუსმენთ, ნუ დაითვლით ტყუილებს, დაითვალეთ “მე”. ის ამბობს „მე, მე, მე, მე, მე, მე“, როდესაც კამალა ჰარისი იქნება პრეზიდენტი, ყოველი დღე დაიწყება ასე : თქვენ, თქვენ, თქვენ, თქვენ, თქვენ“, – აღნიშნა კლინტონმა.
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2024). დონალდ ტრამპი არის „მე, მე, მე“ და როდესაც კამალა ჰარისი იქნება პრეზიდენტი, ყოველი დღე დაიწყება ასე: „თქვენ, თქვენ, თქვენ“ – ბილ კლინტონი. 22 აგვისტო, 2024. https://sheniekimi.ge/ambebi/დონალდ-ტრამპი-არის-მე-მე/
ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა
განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.
ბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: RabotaGoსაქართველო (მთელი ქვეყანა) · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: RabotaGoბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · ვაჭრობა / გაყიდვები
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterბათუმი · ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
ანაზღაურება მითითებული არ არის
წყარო: HeadHunterგანახლებულია: 2026-11-27T01:46:34+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.
