ვდგავარ რიგში, ვმგზავრობ მეტროთი, თავად ვყიდულობ პროდუქტებს და შვილებიც თავად დამყავს სკოლაში” – სარა ჯესიკა პარკერი
სარა ჯესიკა პარკერი ამერიკელი მსახიობი CULTURED MAGAZINE-ს გარეკანზე მოხვდა.
მსახიობი ოთხი ოქროს გლობუსის, ორი კინომსახიობთა გილდიის და ორი ემის ჯილდოს მფლობელია.
58 წლის მსახიობი უპირატესობას ანიჭებს ბუნებრივ სილამაზეს და დაბერების საწინააღმდეგო ინექციებსაც არ მიმართავს – რა თქმა უნდა, კრიტიკოსები მის ამ გადაწყვეტილებასაც გამოუჩნდნენ.
”მე ვიცი, როგორი გამოვიყურები. არჩევანი არ მაქვს. შეწყვიტო დაბერება? გაქრება?” – განაცხადა მსახიობმა ბოლო ინტერვიუში.
სარა იცავს კანის მოვლის მკაცრ რუტინას. გაგიკვირდებათ, მაგრამ პარკერი თითქმის არ ატარებს მაკიაჟს და იკეთებს მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში.
#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #pitskhelauri #აქხარისხია
გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi