პარასკევი, აპრილი 18, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიმსოფლიოილონ მასკმა გააზიარა კვლევა, რომელიც საქართველოს პატრიარქის მიერ მესამე და მომდევნო შვილების...

ილონ მასკმა გააზიარა კვლევა, რომელიც საქართველოს პატრიარქის მიერ მესამე და მომდევნო შვილების ნათლობის ინიციატივას ეხება – საპატრიარქოს განცხადება

საქართველოს საპატრიარქო, ილონ მასკის მიერ, სოციალურ ქსელში გაზიარებულ ჟურნალ “მოსახლეობის ეკონომიკა”-ში გამოქვეყნებულ კვლევას განცხადებით ეხმაურება. საუბარია განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც, აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიერ მესამე და მომდევნო შვილების ნათლობის ინიციატივას ეხმაურება.

“ა.წ. 27 თებერვალს აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ილონ მასკმა სოციალურ ქსელში გააზიარა ჟურნალ “მოსახლეობის ეკონომიკა”-ში გამოქვეყნებული კვლევა, რომლის მიხედვითაც, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიერ მესამე და მომდევნო შვილების ნათლობის ინიციატივამ საქართველოში შობადობის მაჩვენებელი გაზარდა.

მშვენიერი ახალი ნაშრომი გვაჩვენებს, როგორ გამოიწვია წახალისებამ და მრავალშვილიანი ოჯახების სტატუსის ამაღლებამ დაქორწინებულ ქართველ მართლმადიდებელ წყვილებში შობადობის 42%-ით ზრდა და მესამე მშობიარობის 100%-ით ზრდა. კულტურულ ლიდერებს შეუძლიათ, აამაღლონ ერების ნაყოფიერება,” – ნათქვამია პოსტში, რომელსაც ილონ მასკი აზიარებს.

გთავაზობთ აღნიშნული კვლევის ნაწილის ქართულ თარგმანს.

P.S. დღეისთვის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ნათლულთა რიცხვი 48 000 მეტია.

author avatar
SheniAmbebi.ge
#drpkhakadze
  ევროპაში, შტორმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 20-ს გადააჭარბა
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი