ქვაში ქართველი პოეტებისა და მწერლების სახეებს აცოცხლებს – ღია ცის ქვეშ გამორჩეული გამოფენა აქვს მოწყობილი

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

ყაზბეგში, სოფელ სნოში, მოქანდაკე მერაბ ფირანიშვილს, ღია ცის ქვეშ გამორჩეული გამოფენა აქვს მოწყობილი.

მერაბ ფირანიშვილი განსაკუთრებული ნიჭის მქონე ხელოვანია, რომელიც ქვისგან საოცრებებს ქმნის. ყაზბეგის გზაზე, სოფელ სნოში, მთის ძირას, უზარმაზარ, ქანდაკებად ქცეულ ლოდებს შეხვდებით. ეს არის მუზეუმი ღია ცის ქვეშ. ბატონმა მერაბმა საქართველოს ისტორიისთვის განსაკუთრებული ადამიანების სახეები ქვაში ამოკვეთა და ქართველ თუ უცხოელ სტუმარს ჩვენი ქვეყნის შესახებ წარუშლელ შთაბეჭდილებებს უქმნის.

მოქანდაკე, წლის საუკეთესო მხატვარი , “სერაფიტა”-ს პრიზის , ალ. ყაზბეგის და ილია ჭავჭავაძის პრემიის მფლობელი, “იმედის გმირის “ და ბუნების ქომაგის ოქროს მედლის მფლობელი ბატონი მერაბ ფირანიშვილი

ის ქვაში ქართველი პოეტებისა და მწერლების სახეებს აცოცხლებს…
ეს სანახაობა არის საოცრება..აქ ხელოვანის ხელით ქვაში გაცოცხლებულია ძალიან საინტერესო სახეები…
როგორ გააცოცხლა მერაბ ფირანიშვილმა უზარმაზარ ლოდებში საქართველოს ისტორია და რატომ აღაფრთოვანებს მისი ნამუშევრები მთელ მსოფლიოსმერაბ ფირანიშვილის ქანდაკებები 💗🇬🇪 | TikTok
სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). ქვაში ქართველი პოეტებისა და მწერლების სახეებს აცოცხლებს – ღია ცის ქვეშ გამორჩეული გამოფენა აქვს მოწყობილი. 11 აპრილი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/ქვაში-ქართველი-პოეტებისა/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi