შაბათი, სექტემბერი 6, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისხვასპორტისანდრო მამუკელაშვილის 8 ქულა - „სან ანტონიო“ „მინესოტასთან“ დამარცხდა

სანდრო მამუკელაშვილის 8 ქულა – „სან ანტონიო“ „მინესოტასთან“ დამარცხდა

ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში (NBA) რეგულარული სეზონის მორიგი მატჩი ჩაატარა სანდრო მამუკელაშვილის „სან ანტონიომ“. ტეხასური გუნდი სტუმრად „მინესოტასთან“ 124:141 დამარცხდა.

საქართველოს ეროვნული ნაკრების კალათბურთელმა მწვრთნელისგან 14 წუთი მიიღო, რა დროშიც თავის გუნდს 8 ქულა, 3 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება შესძინა. მამუკელაშვილმა 5-დან 4 ორქულიანი გამოიყენა.

22 ქულით „სან ანტონიოს“ რიგებში საუკეთესო დე’აარონ ფოქსი გახლდათ 22 ქულით, 20 ქულა ჰქონდა სტეფონ კასტლის, ხოლო 15 ჰარისონ ბარნსს. „მინესოტას“ გამარჯვებაში კი დიდი წვლილი ენტონი ედვარდსმა შეიტანა – 25 ქულა.

26 გამარჯვებითა და 36 მარცხით „სან ანტონიო“ დასავლეთ კონფერენციაში მე-13 ადგილზეა და პლეი ოფში გასვლის მცირე შანსი აქვს.

  „ყველაზე მეტად ემოციურია ილიას დედის სიტყვები – „ილია დედა“…ხმამაღლა ვტირი ხმით! ღმერთო როგორი ამაყი ვარ!“ – რას წერს ნინი შერმადინი
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი