პარასკევი, ოქტომბერი 3, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოება„სანამ ერთი ღირსეული ქართველი მაინც ცხოვრობს ამქვეყნად, ქართულ ენას ვერავინ დაამცირებს და...

„სანამ ერთი ღირსეული ქართველი მაინც ცხოვრობს ამქვეყნად, ქართულ ენას ვერავინ დაამცირებს და ვერავინ შეურაცხყოფს“-გია მურღულია რადიკალური ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის გიორგი რუხაძის განცხადებაზე, რომელმაც ქართული ენის ჟღერადობა დაიწუნა

სანამ ერთი ღირსეული ქართველი მაინც ცხოვრობს ამქვეყნად, ქართულ ენას ვერავინ დაამცირებს და ვერავინ შეურაცხყოფს, – ასე ეხმაურება ფილოლოგიის დოქტორი გია მურღულია, რადიკალური ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის გიორგი რუხაძის განცხადებას, რომ მას ქართული ენის ჟღერადობა არ მოსწონს.

აღნიშნულზე გიორგი რუხაძემ, გაეროში, საქართველოს პრეზიდენტის ქართულ ენაზე სიტყვით გამოსვლასთან დაკავშირებით ისაუბრა. მან მიხეილ ყაველაშვილის ეს ქმედება გააკრიტიკა და თქვა, რომ ქართული ენის ჟღერადობა უცხოელებისთვის შესაძლოა არ იყოს მოსაწონი.

„კაცი, რომელმაც ეს იკადრა, ქართველთაგან სახსენებელიც არ არის.“

„სანამ ერთი ღირსეული ქართველი მაინც ცხოვრობს ამქვეყნად, ქართულ ენას ვერავინ დაამცირებს და ვერავინ შეურაცხყოფს.

ჩვენ, ქართველებს, ძალიან „მაგრად“ არ გვაღელვებს, როგორ აღიქვამს მის ჟღერადობას რომელიმე ნაკლებად კულტურული უცხოელი ან ადგილობრივი განდგომილი – ქართული ენა ღმერთის საჩუქარია და ნებისმიერი ჩვენიანი მას ისე ეპყრობა, როგორც ამაღლებულ სიკეთესა და სილამაზეს.

გამოხატვის თვალსაზრისით მისთვის არ არსებობს სიტყვა „შეუძლებელი“.

ის სიყვარულის, ღირსების, თავისუფლების, მშვენიერებისა და სიბრძნის ენაა.

თავს ნურავინ შეიწუხებს ქართული ენის შეურაცხყოფისა და გაქილიკების მცდელობით – წარმავალი ვერასდროს დაამცირებს მარადიულს.

კაცი, რომელმაც ეს იკადრა, ქართველთაგან სახსენებელიც არ არის.

ათასი წლის შემდეგაც ქართველები ქართულად ილაპარაკებენ (სადაც მოუნდებათ, იქ) და იამაყებენ, რომ ღმერთმა მათ ეს ენა არგუნა.

მისი დამამცირებლები კი არავის ემახსოვრება“, – წერს გია მურღულია.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
  როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი