პარასკევი, ოქტომბერი 3, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიმსოფლიოსამხრეთ კორეაში რობოტის პირველი „თვითმკვლელობა“ დაფიქსირდა

სამხრეთ კორეაში რობოტის პირველი „თვითმკვლელობა“ დაფიქსირდა

სამხრეთ კორეაში რობოტის პირველი „თვითმკვლელობა“ დაფიქსირდა. ამის შესახებ Daily Mail-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ეს ქალაქ გუმიში მოხდა, სადაც რობოტი ადგილობრივ მერიაში 2023 წლიდან მუშაობდა. მას 9:00-დან 18:00 საათამდე გადაჰქონდა საბუთები და კონსულტაციებს უწევდა მოქალაქეებს. მას სართულებს შორის გადაადგილება და ლიფტის გამოძახებაც შეეძლო.

ცოტა ხნის წინ რობოტი კიბიდან დაგორდა და დაიმტვრა. თვითმხილველები ამბობენ, რომ ინციდენტამდე ის ერთ ადგილზე ტრიალებდა. მომხდარის მიზეზები უცნობია, თუმცა ადგილობრივებმა ამ ფაქტს რობოტის პირველი თვითმკვლელობა შეარქვეს და „ტრაგედიის“ გამო სოციალურ ქსელებში გლოვობენ.

მერიაში განაცხადეს, რომ ამ ეტაპზე შტატში სხვა რობოტის აყვანას არ გეგმავენ.

  საფრანგეთი ევროპაში შესაძლო ომისთვის საავადმყოფოებს ამზადებს
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი