ხუთშაბათი, ნოემბერი 13, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიაქტუალური თემა„სამხედროები დაიღუპნენ - ვიზიარებ დაღუპულთა ოჯახების მწუხარებას და თურქ ხალხს გამძლეობას ვუსურვებ“...

„სამხედროები დაიღუპნენ – ვიზიარებ დაღუპულთა ოჯახების მწუხარებას და თურქ ხალხს გამძლეობას ვუსურვებ“ – ილჰამ ალიევი

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა მომხდარ ავიაკატასტროფასთან დაკავშირებით თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს, თანაგრძნობა გამოუცხადა.

თავის სამძიმრის წერილში ალიევი აღნიშნავს, რომ ტრაგედიის გამო გულწრფელად იზიარებს თურქი ხალხის ტკივილს და სოლიდარობას უცხადებს დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს.

„ღრმად დამწუხრებულნი ვართ იმ ინფორმაციით, რომ საქართველოში ჩამოვარდა თურქეთის სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი, რომელიც განჯიდან ასრულებდა რეისს. ამ მძიმე წუთებში გულწრფელ სამძიმარს გიცხადებთ როგორც ჩემი, ისე აზერბაიჯანის ხალხის სახელით. ვიზიარებ დაღუპულთა ოჯახების მწუხარებას და თურქ ხალხს გამძლეობას ვუსურვებ,“ — ნათქვამია ალიევის განცხადებაში.

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სიღნაღის მუნიციპალიტეტში, საქართველოს საზღვრიდან დაახლოებით 5 კილომეტრში ჩამოვარდა თურქული სამხედრო თვითმფრინავი, რომელიც, პირველადი ინფორმაციით, აზერბაიჯანი-თურქეთის მიმართულებით ასრულებდა რეისს. როგორც  „საქაერონავიგაციაში“ აცხადებენ, შემთხვევის შესახებ ინფორმირებულია განჯის აეროპორტი და თურქეთი. ამასთან, თურქეთის თავდაცვის სამინისტრო ადასტურებს, რომ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე თურქეთის „C-130“-ის ტიპის სატრანსპორტო თვითმფრინავი ჩამოვარდა.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!

მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
  მსოფლიოს მდიდარი ადამიანები, რომლებიც სკოლაში ცუდად სწავლობდნენ
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი