ლუკაშენკომ შეიწყალა გერმანიის მოქალაქე, რომელსაც სასიკვდილო განაჩენი ჰქონდა გამოტანილი

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა
ლუკაშენკომ შეიწყალა გერმანიის მოქალაქე

ბელარუსის პრეზიდენტმა გერმანიის მოქალაქე რიკო კრიგერი შეიწყალა, რომელსაც სასიკვდილო განაჩენი ჰქონდა გამოტანილი. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ლუკაშენკოს ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ პრეზიდენტმა გადაწყვეტილება სხვადასხვა ფაქტორის გათვალისწინებით მიიღო.

კრიგერს ბრალი 6 მუხლით ჰქონდა წაყენებული, მათ შორის მას ბრალი ედებოდა ტერაქტის მოწყობის მცდელობაში, უცხო ქვეყნის თანამშრომლებთან თანამშრომლობასა და სხვა მძიმე დანაშაულებში.

სიკვდილმისჯილმა მინსკის სასამართლოს გადაწყვეტილება არ გაასაჩივრა, მოგვიანებით კი ლუკაშენკოსგან შეწყალება ითხოვა. ბელარუსის კანონმდებლობით, შეწყალება სასიკვდილო განაჩენის შემთხვევაში, მისი სამუდამო პატიმრობით ჩანაცვლებას ითვალისწინებს.

- Advertisement -
Ad imageAd image
სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2024). ლუკაშენკომ შეიწყალა გერმანიის მოქალაქე, რომელსაც სასიკვდილო განაჩენი ჰქონდა გამოტანილი. 31 ივლისი, 2024. https://sheniekimi.ge/ambebi/ლუკაშენკომ-შეიწყალა-გერმ/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi