„სამწუხაროდ, მისი ასაკი თანდათან ახალგაზრდავდება – ასე შეიძლება აღმოაჩინოთ იშემიური ინსულტის რისკი” – ექიმი ირაკლი მიქაძე საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს

ავტორი
1 წუთიანი წაკითხვა
ინსულტის განვითარების ყველაზე მნიშვნელოვან რისკის ფაქტორები და პრევენციული ნაბიჯები - ვის შეიძლება, დაემართოს ინსულტი - საყურადღებო ინფორმაცია ექიმისგან

 ინსულტი ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დიაგნოზია ასაკოვან პაციენტებში და სამწუხაროდ, მისი ასაკი თანდათან ახალგაზრდავდება.

ექიმი ირაკლი მიქაძე ამ პრობლემის რისკის მნიშვნელოვნად შემცირებისთვის პაციენტებს საინტერესო რჩევას უზიარებს:

“ტვინის მკვებავი სისხლძარღვების შევიწროება მაქვს”, – ძალიან ბევრ პაციენტს უთქვამს ეს ჩემთვის. ძალიან ბევრნი იქნებით, ვისაც ეს პრობლემა გაქვთ, თუმცა არ გაქვთ დიაგნისტირებული. ეს პრობლემა რეალურად არსებობს და ძალიან სერიოზულია, თუმცა არის ძალიან მარტივად აღმოჩენადი და დიაგნოსტირებადია სისხლძარღვების დუპლექს სკანირებით, ანუ ექოსკოპიით. ასე შეიძლება აღმოაჩინოთ, მისგან გამოწვეული რისკებისგან თავდაცვა და მათი მინიმალიზება შესაძლებელია. იშემიური ინსულტების ძალიან დიდი პროცენტი ზუსტად საძილე არტერიებში არსებული პრობლემებისგან მოდის. მხოლოდ დუპლექსსკანირებით შეგიძლიათ ძალიან დიდი პრობლემების თავიდან არიდება, წინასწარ მათი პრევენცირება და მათი მკურნალობა სხვადასხვა მეთოდით. წარმოგიდგენიათ, ეს რა მაგარია. არადა წლების წინ საპენსიო და უფრო ახალგაზრდა ასაკის ადამიანების დიდი ნაწილი გეტყოდათ, რომ სისხლძარღვების შევიწროვება აქვთ, მაგრამ რეალურად ეს დიაგნოსტირებული არ იყო. ამ ერთი კვლევით სიცოცხლის ხანგრძლივობა და მისი ხარისხი, შესაბამისი მოქმედებით, ბევრად უმჯობესდება. ამიტომ გაიკეთეთ ეს კვლევა, მისი არგაკეთებით გამოწვეული პრობლემები ბევრად უფრო ძვირი ჯდება, როგორც ფინანსურად, ისე ემოციურად,” – ამბობს ირაკლი მიქაძე.

 

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2026). „სამწუხაროდ, მისი ასაკი თანდათან ახალგაზრდავდება – ასე შეიძლება აღმოაჩინოთ იშემიური ინსულტის რისკი” – ექიმი ირაკლი მიქაძე საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს. 27 აპრილი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/სამწუხაროდ-მისი-ასაკი-თ/

ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა

განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.

Duty free gaqidvebis asistenti

საქართველო (მთელი ქვეყანა) · სხვა

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: CV.ge
Маркетолог (Руководитель)

ბათუმი · ტრანსპორტი / ლოგისტიკა

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
მეტი ვაკანსია →

განახლებულია: 2026-11-25T19:36:35+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi