“სამი თვე­ზე გვე­ღირ­სა ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნა“ – “სამგორის” მეტროში გარდაცვლილი სტუდენტის, მარიამ ტყემალაძის დედა ექსპერტიზის პასუხს აქვეყნებს – რა გახდა გოგონას გარდაცვალების მიზეზი?

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

სამ­გო­რის მეტ­რო­ში გარ­დაც­ვლი­ლი სტუ­დენ­ტის, მა­რი­ამ ტყე­მა­ლა­ძის დედა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ექ­სპერ­ტი­ზის პა­სუხს აქ­ვეყ­ნებს.

დე­დის მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნა­ში მა­რი­ამ ტყე­მა­ლა­ძის გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზად, კარ­დი­ო­მი­ო­ცი­ტე­ბის მწვა­ვე იშე­მი­უ­რი და­ზი­ა­ნე­ბის შე­დე­გად გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი გულ-სის­ხლძარ­ღვთა მწვა­ვე უკ­მა­რი­სო­ბა დგინ­დე­ბა.

“გვა­მის სა­სა­მარ­თლო სა­მე­დი­ცი­ნო გა­მოკ­ვლე­ვი­სა და და­მა­ტე­ბი­თი გა­მოკ­ვლე­ვე­ბის მო­ნა­ცე­მებ­ზე დაყ­რდნო­ბით, წარ­მოდ­გე­ნი­ლი სა­მე­დი­ცი­ნო დო­კუ­მენ­ტის მო­ნა­ცე­მე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, დად­გე­ნი­ლე­ბა­ში გა­მო­ძი­ე­ბის მიერ დას­მუ­ლი კი­თხვე­ბის შე­სა­ბა­მი­სად ექ­სპერ­ტი­ზა მი­დის შემ­დეგ შე­დე­გე­ბამ­დე – მო­ქა­ლა­ქე მა­რი­ამ ტყე­მა­ლა­ძის სიკ­ვდი­ლის მი­ზე­ზია კარ­დი­ო­მი­ო­ცი­ტე­ბის მწვა­ვე იშე­მი­უ­რი და­ზი­ა­ნე­ბის შე­დე­გად გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი გულ-სის­ხლძარ­ღვთა მწვა­ვე უკ­მა­რი­სო­ბა.

გვა­მის გა­მოკ­ვლე­ვი­სას ნა­ნა­ხი სიკ­ვდი­ლის შემ­დგო­მი გვა­მუ­რი მოვ­ლე­ნე­ბის მხედ­ვე­ლო­ბა­ში მი­ღე­ბით: სიკ­ვდი­ლის დად­გო­მი­დან გვა­მის გა­მოკ­ვლე­ვამ­დე გა­სუ­ლი უნდა იყოს და­ახ­ლო­ე­ბით 4 სა­ა­თი.მო­ქა­ლა­ქე მა­რი­ამ ტყე­მა­ლა­ძის გვა­მის გა­რეგ­ნუ­ლი გა­მოკ­ვლე­ვით აღი­ნიშ­ნე­ბო­და “ვე­ნა­კა­თე­ტე­რი­ზა­ცი­ის” (სა­მე­დი­ცო მა­ნი­პუ­ლა­ცია) კვა­ლი,” – ვკი­თხუ­ლობთ ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნა­ში.

მა­რი­ამ ტყე­მა­ლა­ძის დედა მად­ლო­ბას უხ­დის იმ პი­რებს, რომ­ლებ­მაც ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნის პა­სუ­ხი­ე­ბი დრო­უ­ლად მი­ა­წო­დეს.

“სამი თვე­ზე გვე­ღირ­სა ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნა. მად­ლო­ბა ვინც მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა ამ დას­კვნის დაჩ­ქა­რე­ბა­ში, რომ არა ეს ადა­მი­ა­ნე­ბი ვინ იცის რო­დის გვა­ღირ­სებ­დნენ… ინ­ტე­რე­სი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ვაქ­ვეყ­ნებ…” – წერს მა­რი­ამ ტყე­მა­ლა­ძის დედა.

- Advertisement -
Ad imageAd image
სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2026). “სამი თვე­ზე გვე­ღირ­სა ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნა“ – “სამგორის” მეტროში გარდაცვლილი სტუდენტის, მარიამ ტყემალაძის დედა ექსპერტიზის პასუხს აქვეყნებს – რა გახდა გოგონას გარდაცვალების მიზეზი?. 6 აგვისტო, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/სამი-თვეზე-გვეღირსა-ე/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi