„გთხოვთ, მოეშვით ამ ამბის ბარიატრასთან დაკავშირებას. ექსპერტიზის დასკვნა სანამ არ იქნება, ნუ გამოიტანთ წინასწარ დასკვნებს“ – ექიმი რომა ბაბაევი

ავტორი SheniAmbebi.ge
2 წუთიანი წაკითხვა

ექიმი რომა ბაბაევი ბარიატრიული ქირურგის ჯაბა ბაბაევის ვაჟი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა გოგონას გარდაცვალების შემდეგ ატეხილ აჟიოტაჟს.

„გამარჯობა. მინდა შევეხო ჩვენი პაციენტის მარიამ ტყემალაძის გარდაცვალების ამბავს. მარიამს 5 იანვარს გავუკეთეთ ბაიპასის ოპერაცია. ყველაფერმა იდეალურად ჩაიარა.

„მარიამ ჩვენთვის იყო არამხოლოდ პაციენტი, არამედ ძალიან კარგი მეგობარი, გვქონდა თითქმის ყოველდღიური ერთობლიობა. იყო ძალიან კარგი პაციენტი, ოპერაციისთვის 3 ვემზადებოდითი, იყო შეგნებული და თვითონ არ უნდოდა ოპერაცია, სანამ კარგად არ დაიკლო და არ მოემზადა.

ოპერაციის შემდეგაც მუდმივ მეთვალყურეობაში იყო, ნებისმიერ წამალზე მწირდა და ჩვენს გარეშე არაფერს აკეთებდა. ასრულებდა ყველა რეკომენდაციის იდეალურად.
იკონტროლებდა თავის ჯანმრთელობის მდგომარეობასაც, 3 თვის თავზე ჩაიტარა შესაბამისი კვლევები, ჰქონდა იდეალური მდგომარეობა.  3 დღის წინანდელმა ამბავმა ყველა შოკში ჩაგვაგდო, ბოლო კონტაქტი 7 მაისს გვქონდა, სადაც გაგვიზიარა თავის before/after და იყო უბედნიერესი. მიუხედავად იმისა რომ ყველაფერი იდეალურად მიმიმდინარეობდა, მოხდა ასეთი ტრაგედია, რასაც ვერავინ წარმოვიდგენდით. იყო უბრალოდი შოკი.

გთხოვთ, მოეშვით ამ ამბის ბარიატრასთან დაკავშირებას, იყო მოულოდნელი სიკვდილი. პატივი ეცით გარდაცვლილის ოჯახს წერებს და ექიმს! ექსპერტიზის დასკვნა სანამ არ იქნება, ნუ გამოიტანთ წინასწარ დასკვნებს, რაიმე კითხვები თუ გექნებათ, შეგვიძლიათ მომწეროთ და ვეცდებით, დაგეხმაროთ, ამ პოსტვით უბრალოდ პანიკა იქმნება.

„ვსამძიმრებ მარიამის ოჯახს წერებს! თქვენ კი ყველას ჯანმრთელობას გისურვებთ!“, — წერს რომა ბაბაევი სოციალურ ქსელში.

- Advertisement -
Ad imageAd image

სამგორის მეტროში ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა.

გარ­დაც­ვლი­ლი გო­გო­ნა მა­რი­ამ ტყე­მა­ლა­ძეა. ის თსუ-ს სტუ­დენ­ტი იყო და საკ­მა­ოდ წარ­მა­ტე­ბუ­ლი. გო­გო­ნა ჟურ­ნა­ლის­ტი­კის ფა­კულ­ტეტ­ზე სწავ­ლობ­და. იყო სა­ხელ­მწი­ფო სტი­პენ­დი­ა­ტი. 20 მა­ისს მა­რი­ა­მი 22 წლის გახ­დე­ბო­და.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2026). „გთხოვთ, მოეშვით ამ ამბის ბარიატრასთან დაკავშირებას. ექსპერტიზის დასკვნა სანამ არ იქნება, ნუ გამოიტანთ წინასწარ დასკვნებს“ – ექიმი რომა ბაბაევი. 19 მაისი, 2026. https://sheniekimi.ge/ambebi/გთხოვთ-მოეშვით-ამ-ამბის/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi