პარასკევი, ოქტომბერი 3, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარითბილისისამების საკათედრო ტაძარში გარდამოხსნის წესი სრულდება

სამების საკათედრო ტაძარში გარდამოხსნის წესი სრულდება

ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში გარდამოხსნის წესი სრულდება. გარდამოხსნის წესს საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრე,სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო სასულიერო პირებთან ერთად აღავლენს.

გარდამოხსნის ტრადიციული წესის აღსრულებას, ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე არ ესწრება.

დიდი პარასკევის სერობა 14:00 საათზე დაიწყო, სწორედ იმ დროს, როდესაც გადმოცემის მიხედვით, იესო ჯვარზე მიიცვალა.

გარდამოხსნა დიდ ქსოვილს წარმოადგენს, რომელზედაც საფლავში ჩასვენებული მაცხოვარია ამოქარგული. გარდამოხსნას მისთვის მომზადებულ სპეციალურ სადგამზე – „საფლავზე“ დაასვენებენ.

იგი ტაძარში არასრული სამი დღე დარჩება, რაც იმის სიმბოლოა, რომ მაცხოვარი აღდგომამდე სწორედ სამი დღე იყო საფლავში.

ასევე, მსახურებისას სამეუფო ჟამნი სრულდება, რომლის დროსაც უფლის ვნების შესახებ სახარება იკითხება. მსახურების შემდეგ ტრადიციულად შესრულდება ღვთისმშობლის დატირება.

დიდი პარასკევი მთელი წლის განმავლობაში ყველაზე მძიმე მარხვის დღეა.

  წყალი მთელი დღით შეწყდება - ნახეთ GWP-ის განცხადება
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი