თბილისის სატრანსპორტო კომპანია მოქალაქეებს აფრთხილებს. მათი ინფორმაციით, სამგზავრო ბარათებთან დაკავშირებული ინფორმაცია არასწორია.
“ვებგვერდზე, კერძოდ კი profilefeeler.com-ზე, ვრცელდება ინფორმაცია თბილისის სატრანსპორტო კომპანიის სამგზავრო ბარათის გათამაშებასთან დაკავშირებით. აღნიშნული ინფორმაცია არასწორია და მიზნად ისახავს მგზავრების შეცდომაში შეყვანას.მოვუწოდებთ ჩვენს მომხმარებლებს არ მიიღონ გათამაშებაში მონაწილეობა”, – ნათქვამია თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მეტი საინტერესო ინფორმაციისთვის ეწვიეთ shenitbilisi.ge-ს.
#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #sheniambebi #აქხარისხია


