ხუთშაბათი, ოქტომბერი 31, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარიშემთხვევასალმონელოზის შემთხვევა დაფიქსირდა თბილისში - რომელ რესტორანში იმყოფებოდნენ პაციენტები

სალმონელოზის შემთხვევა დაფიქსირდა თბილისში – რომელ რესტორანში იმყოფებოდნენ პაციენტები

სალმონელოზის გამოვლენის გამო სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მოკვლევა დაიწყო. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თბილისის გადამდებ დაავადებათა ეპიდზედამხედველობისა და კონტროლის მუნიციპალური ცენტრიდან მიიღო შეტყობინება სალმონელოზის ჯგუფური შემთხვევის (სულ ექვსი პაციენტი, მათ შორის, სამი ლაბორატორიულად დადასტურებული) შესახებ.

„ეპიდემიოლოგიური კვლევით დადგინდა, რომ პაციენტები იმყოფებოდნენ რესტორანში „ორი კათხა“ (მის: ვიქტორ კუპრაძის ქ.N52), სადაც მიირთვეს ხინკალი, ქათმის ფილეს მწვადი და სალათი „ცეზარი“ ქათმის ფილეთი.

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ინფორმაციის მიღებისთანავე დაიწყო მოკვლევა – სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის უფლებამოსილმა პირებმა ჩაატარეს არაგეგმური ინსპექტირება შპს „ლუდსახარშ ორი კათხის“ (ლუდსახარში, რესტორანი, ს/კ 406283338, მის: ვიქტორ კუპრაძის ქ. N52) კუთვნილ სამზარეულოში.

შემოწმებისას დაფიქსირდა კრიტიკული შეუსაბამობები, რის გამოც ობიექტს შეუჩერდა საწარმოო პროცესი და დაჯარიმდა 1 000 ლარით; გამოვლინდა ასევე არაკრიტიკული შეუსაბამობები, რომელთა გამოსასწორებლად გაიცა მითითებები გონივრული ვადების გათვალისწინებით.

სურსათის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილმა პირებმა ლაბორატორიული კვლევისთვის აიღეს სურსათის ნიმუშები (ხინკლის ფარში, სალათი „ცეზარი“ ქათმის ხორცით და სალათის ფოთოლი), კვლევის შედეგების შესახებ ინფორმაცია საზოგადოებას მიღებისთანავე ეცნობება.

სალმონელოზი ბაქტერიოლოგიური ეტიმოლოგიის ზოონოზური დაავადებაა, რომელიც ადამიანს სურსათისგან, განსაკუთრებით ხორცისა და მისგან დამზადებული პროდუქტისგან გადაეცემა. დაავადების გამომწვევი სალმონელები მიეკუთვნებიან ენტერობაქტერიების ოჯახს და სალმონელების გვარს, რომელიც 2 500-ზე მეტ სეროვარს მოიცავს, უმრავლესობა პათოგენურია როგორც ადამიანისთვის, ისე ცხოველებისა და ფრინველებისათვის. სალმონელოზის პრევენციის მიზნით მნიშვნელოვანია სურსათის წარმოების მთლიან ჯაჭვში (სასაკლაო, ხორცისა და ხორცის პროდუქტების გადამამუშავებელი, სარეალიზაციო და საზკვების ობიექტები) წარმოების და ჰიგიენის სანიმუშო პრაქტიკის დანერგვა“, – აღნიშნულია განცხადებაში.

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი პოსტები
შობა კოპენჰაგენში

შობა კოპენჰაგენში

30 October, 2024
როგორ შევაჩვიოთ ბავშვი თვითჩაძინებას

როგორ შევაჩვიოთ ბავშვი თვითჩაძინებას

ოქტომბერი 30, 2024
როგორ შევარჩიოთ საღებავის ფერი სახლში არსებული მასალის მიხედვით?

როგორ შევარჩიოთ საღებავის ფერი სახლში არსებული მასალის მიხედვით?

ოქტომბერი 30, 2024
თუ მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრები გაქვთ, ეს აუცილებლად უნდა იცოდეთ!

თუ მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრები გაქვთ, ეს აუცილებლად უნდა იცოდეთ!

ოქტომბერი 30, 2024
რაც მეტ ანგარიშს გაუწევ ხალხის შეხედულებებს, მეტად დაშორდები საკუთარ თავს – რას წერს მამა პეტრე კოლხი

რაც მეტ ანგარიშს გაუწევ ხალხის შეხედულებებს, მეტად დაშორდები საკუთარ თავს – რას წერს მამა პეტრე კოლხი

30 ოქტომბერი 2024
საქართველოს ავიაბაზარზე შვეიცარიული ავიაკომპანია Edelweiss-ი შემოდის

საქართველოს ავიაბაზარზე შვეიცარიული ავიაკომპანია Edelweiss-ი შემოდის

ოქტომბერი 30, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
მწვანე ლობიოს კონსერვი ზამთრისთვის

მწვანე ლობიოს კონსერვი ზამთრისთვის

ოქტომბერი 30, 2024
რა ღირს სამოსი, რომელიც გიორგი მამარდაშვილის მეუღლემ “ოქროს ბურთის” დაჯილდოებაზე მოირგო

რა ღირს სამოსი, რომელიც გიორგი მამარდაშვილის მეუღლემ “ოქროს ბურთის” დაჯილდოებაზე მოირგო

ოქტომბერი 30, 2024
III კვარტალში საქართველომ ყველაზე მეტი, ნახევარ მილიონამდე ვიზიტორი რუსეთიდან მიიღო

III კვარტალში საქართველომ ყველაზე მეტი, ნახევარ მილიონამდე ვიზიტორი რუსეთიდან მიიღო

30 ოქტომბერი 2024
9 ნოემბერს Sakhelosno BAR-ში — Melqo და Sundraw & Vako

9 ნოემბერს Sakhelosno BAR-ში — Melqo და Sundraw & Vako

ოქტომბერი 30, 2024
Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება

Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება

ოქტომბერი 16, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი