ილია სულამანიძე მეოთხედფინალშია!!!

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა
ილია სულამანიძე

პარიზის ოლიმპიადაზე ძიუდოს ტურნირის მეექვსე საშეჯიბრო დღე ილია სულამანიძემ (100კგ) გამარჯვებით დაიწყო.

ქართველმა ძიუდოისტმა მერვედფინალში იტალიელი ჯენარო პირელი იპონით დაამარცხა და მეოთხედფინალური ეტაპის საგზური მოიპოვა.

ილია სულამანიძის მომდევნო მეტოქე ოლიმპიურ ჩემპიონ, იაპონელ აარონ ვოლფსა და მსოფლიოს ორგზის ჩემპიონ, პორტუგალიელ ჟორჟ ფონსეკას შორის გამარჯვებული იქნება.

შეგახსენებთ, რომ ხუთი დღის შემდეგ პარიზის ოლიმპიადაზე საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების ანგარიშზე ორი მედალია. ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური (90კგ) გახდა, ხოლო ტატო გრიგალაშვილმა (81კგ) ვერცხლის მედალი მოიპოვა.

- Advertisement -
Ad imageAd image
სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2024). ილია სულამანიძე მეოთხედფინალშია!!!. 1 აგვისტო, 2024. https://sheniekimi.ge/ambebi/ილია-სულამანიძე-მეოთხედფ/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi