შაბათი, სექტემბერი 6, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისაზოგადოება„საზოგადოების გარკვეული ჯგუფების მხრიდან კვლავ შეინიშნება პროექტის მიზანმიმართული დისკრედიტაციის მცდელობა“ - გელათის...

„საზოგადოების გარკვეული ჯგუფების მხრიდან კვლავ შეინიშნება პროექტის მიზანმიმართული დისკრედიტაციის მცდელობა“ – გელათის მონასტრის რეაბილიტაციის პროცესი

გელათის რეაბილიტაციის კომიტეტი სამონასტრო კომპლექსის რეაბილიტაციის პროცესის შესახებ განმარტებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ გარკვეული ჯგუფები კვლავ ცდილობენ პროექტის დისკრედიტაციას.

გელათის მონასტრის რეაბილიტაციის პროცესი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მიმდინარეობს, სათანადო მეთვალყურეობისა და ხარისხის უზრუნველყოფით. მიუხედავად ამისა, საზოგადოების გარკვეული ჯგუფების მხრიდან კვლავ შეინიშნება პროექტის მიზანმიმართული დისკრედიტაციის მცდელობა.

გელათის მთავარ ტაძარზე გუმბათის ერთიანი/დროებითი გადახურვის სამუშაოების ფარგლებში, საინჟინრო საჭიროებიდან გამომდინარე, დროებით მოიხსნა ჯვარი, ხოლო მისი ძირი გადაიფარა დამცავი ტენტის სამი ფენით, რათა გადაზღვეული ყოფილიყო ყველა შესაძლო რისკი ვიდრე არ დასრულდება გუმბათის დროებითი გადახურვის მოწყობის სამუშაოები. 2025 წლის 30 მაისის ძლიერი ქარის შედეგად დაზიანდა ტენტის ზედა (მესამე) ფენა, თუმცა მის ქვემოთ განთავსებული ორი მთავარი დამცავი ფენა სრულად ასრულებს თავის ფუნქციას და ატმოსფერული ნალექების შეღწევის საფრთხე ტაძარს არ შეჰქმნია.

იქიდან გამომდინარე, რომ გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტი უწყვეტად ახორციელებს მიმდინარე სარეაბილიტაციო პროცესების უწყვეტ მონიტორინგს, ძლიერი ქარის დროს, მყისიერად დაიგეგმა გადაუდებელი ღონისძიებები და უკვე 1 ივნისს, დილის 08:30 საათისთვის, ზემოაღნიშნული დაზიანებული მესამე ფენა ტენტი ჩანაცვლდა ახალი საფარით.

მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებამ მოვლენები შეაფასოს სრული სურათისა და ობიექტური ინფორმაციის საფუძველზე და არა კონტექსტიდან ამოგლეჯილი ფოტო-ფრაგმენტების ინტერპრეტაციით. გელათის მონასტრის რეაბილიტაცია უმნიშვნელოვანესი ეროვნული და საერთაშორისო მნიშვნელობის პროცესია, რომელიც იმსახურებს პროფესიულ მხარდაჭერას და სანდო კომუნიკაციას“, – აღნიშნულია განცხადებაში.

  "მე დღეს გხვდებით თქვენ, რათა ახალი წელი მოგილოცოთ, სიტყვას აქვს ძალა - იხარეთ ორსავე სოფელსა შინა, მშვიდობა თქვენდა" - ილია მეორე
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი