შაბათი, სექტემბერი 6, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიაქტუალური თემასაგამოძიებო სამსახურმა საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის საბაჟო წესების დარღვევით გადაადგილების...

საგამოძიებო სამსახურმა საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის საბაჟო წესების დარღვევით გადაადგილების ფაქტები გამოავლინა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებთან კოორდინაციით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2025 წლის მაისის თვეში, საქართველოს საბაჟო საზღვარზე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის, საბაჟო წესების დარღვევით გადაადგილების ხუთი ფაქტი გამოავლინა.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ სხვადასხვა პირის მიერ, საბაჟო გამშვები პუნქტების „სარფის“ და „სადახლო საავტომობილოს“ გავლით, საბაჟო კონტროლისგან მალულად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადმოტანილ იქნა ჯამში 920.46 გრამი ძვირფასი ქვებით გაწყობილი ოქროს საიუველირო ნაკეთობები, ასევე, გამოვლენილ იქნა საბაჟო გამშვები პუნქტი „ყაზბეგის“ გავლით, 62 ცალი, 24.2 კარატი ბრილიანტის საბაჟო კონტროლისგან მალულად გატანის მცდელობის ფაქტი.

ჯამში ამოღებულია 941.53 გრამის ოდენობის ძვირფასეულობა, რომელთა საბაჟო ღირებულება შეადგენს 234 412 ლარს.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 7-წლამდე ვადით.

  "2-3 დღეში ჰქონდათ ქორწილი... მამაკაცი სახლში მეგობარ გოგოსთან ერთად იყო, როცა საცოლე მივიდა..." - მარნეულში დაჭრილი მამაკაცი ამტკიცებს, რომ თვითდაზიანება მიიყენა და საცოლეს არ დაუჭრია
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი