საქართველოში ხინკლის ფასმა ბოლო ერთი წლის მანძილზე 12.2%-ით მოიმატა

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა

საქსტატის მონაცემებით, საქართველოში რესტორანში კვების ღირებულება გაიზარდა. კერძოდ, 2024 წლის მაისში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, რესტორანში სადილი 4.5%-ით გაძვირდა.

წლიურ ჭრილში ასევე გაძვირებულია ხინკლის ფასიც. 2024 წლის მაისში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 12.2%-იანი ზრდა დაფიქსირდა. აღნიშნული ცვლილება, სავარაუდოდ, მისი ინგრედიენტების ფასის მატებას უკავშირდება.

საქსტატის მონაცემებით, წლიურ ჭრილში ძროხის ხორცი 3.2%-ით გაძვირდა, ძროხის ხორცის ფარშის ფასმა კი 2.3%-ით მოიმატა. რაც შეეხება ღორის ხორცს, მისი ფასი წლიურ ჭრილში მცირედით – 1.5%-ით შემცირდა.

რაც შეეხება ხინკლის მომზადებისთვის საჭირო სხვა მასალებს – მწვანილი 67.8%-ით გაძვირდა, ფქვილის ფასი 2.5%-ით, ხახვის ღირებულება კი 23.9%-ით შემცირდა.

- Advertisement -
Ad imageAd image

ცნობისთვის, სხვადასხვა რესტორნების ვებგვერდზე მითითებული ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით, კვების ობიექტებში ხინკლის ფასი 1.5-2.5 ლარის ფარგლებში მერყეობს.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2024). საქართველოში ხინკლის ფასმა ბოლო ერთი წლის მანძილზე 12.2%-ით მოიმატა. 5 ივნისი, 2024. https://sheniekimi.ge/ambebi/საქართველოში-ხინკლის-ფას/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi