შაბათი, სექტემბერი 6, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიშემთხვევაკრიმინალი/შსსსაბერძნეთში ქართველი მომვლელი დააკავეს - „39 წლის ქალი როლექსის ძვირად ღირებულ საათებს,...

საბერძნეთში ქართველი მომვლელი დააკავეს – „39 წლის ქალი როლექსის ძვირად ღირებულ საათებს, სამკაულებს და ანტიკვარიატს იპარავდა“

საბერძნეთის პოლიციამ სერიული ქურდობის ფაქტზე საქართველოს მოქალაქე, 39 წლის ქალი დააკავა.

ბერძნული მედიის ინფორმაციით, ის იმ ოჯახებიდან, სადაც თავად იყო დასაქმებული, სხვადასხვა ძვირად ღირებულ ნივთებს იპარავდა. ჩხრეკისას ამოღებულია „როლექსის“ საათები, ძვირფასი სამკაულები და ვერცხლის ანტიკვარული ჭურჭელი.

ირკვევა, რომ ქალი ქურდობის ბრალდებით წარსულში, 2023 წელსაც გაასამართლეს და გირაოთი გაათავისუფლეს. ბერძნული მედიის ინფორმაციით, ქალმა საქართველოში სახელი და გვარი შეიცვალა და დანაშაულებრივი საქმიანობის მიზნით, კვლავ საბერძნეთში დაბრუნდა.

  ტრამპი: ისრაელსა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ამოქმედდა
SheniAmbebi.gehttps://www.sheniambebi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი პოსტები
[fetch_posts]
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი