კახეთის ერთ-ერთი სოფლიდან 23 წლის გოგო გაიტაცეს

ავტორი SheniAmbebi.ge
1 წუთიანი წაკითხვა
პოლიციის მანქანა

კახეთში, სოფელ კაბალიდან 23 წლის ქალი გაიტაცეს. შემთთხვევა დღეს დილით მოხდა.

ახალგაზრდა ქალის ბიძა ამბობს, რომ გამტაცებლემბა ძალა გამოიყენეს. რადიო თავისუფლების ინფორმაციით, არსებობს გატაცების ამსახველი ვიდეოკადრებიც, რომელიც ბიძის ნათქვამს ადასტურებს.

„ოთხნი იყვნენ, მოცვივდნენ და გოგო მანქანაში ჩატენეს. გოგოც და მისი ბებიაც წინააღმდეგობას უწევდნენ, თუმცა ვერაფერს გახდნენ. გოგომაც და ბებიამაც სხეულის დაზიანებები მიიღეს. ვიცით იმ მანქანის მოდელი და ნომერი, რომლითაც გაიტაცეს.

პოლიციასაც შევატყობინეთ თუმცა ადგილსამყოფელი ვერ დაადგინეს. ჩვენი ძალებით გავიგეთ ავტომობილის სავარაუდო სამყოფელი. პოლიციას ესეც ვუთხარით. ახლაც გამოკითხვაზე ვართ პოლიციაში“, – ამბობს გატაცებული ქალის ბიძა.

- Advertisement -
Ad imageAd image

შინაგან საქმეთა სამინისტროში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ გატაცებული ქალის ძებნაში პოლიციაა ჩართული. საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით – თავისუფლების უკანონო აღკვეთისთვის გამტაცებლებს რვიდან თორმეტ წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2024). კახეთის ერთ-ერთი სოფლიდან 23 წლის გოგო გაიტაცეს. 29 ივლისი, 2024. https://sheniekimi.ge/ambebi/კახეთის-ერთ-ერთი-სოფლიდა/

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi