საბერძნეთმა, იტალიამ, ესპანეთმა, საფრანგეთმა და უნგრეთმა ევროკავშირის წინადადება დაბლოკეს რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემაზე ახალი შეზღუდვების დაწესების თაობაზე. შეზღუდვების დაწესება დამღუპველი იქნებოდა ტურიზმისთვის იმ ადგილებში, სადაც ჯერ კიდევ არის რუსული ტურიზმი, მაგალითად, იონიის კუნძულებზე. ინფორმაციას ბერძნული მედია ავრცელებს.
საბერძნეთმა 2022 წლის შემდეგ, როდესაც უკრაინაში ომი დაიწყო, პირველად დაბლოკა ევროკავშირის გადაწყვეტილება რუსეთისთვის არახელსაყრელ რეგულაციებთან დაკავშირებით.
ბერძნული მედია წერს, რომ, ტურიზმთან ერთად, საბერძნეთში რუსული თემიც დაზიანდებოდა, რადგან ისინი გრძელვადიან ვიზებს ვერ მიიღებდნენ, ასევე რუსეთიც მსგავს ზომებს მიიღებდა ბერძნებისთვის, რაც ექსპორტის კიდევ უფრო მკვეთრ შემცირებას გამოიწვევდა.