სამშაბათი, აპრილი 1, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიUncategorized„საახალწლო სოფელი“ 21 დეკემბერს გაიხსნება

„საახალწლო სოფელი“ 21 დეკემბერს გაიხსნება

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, „საახალწლო სოფელი“ 21 დეკემბერს გაიხსნება და 7 იანვრის ჩათვლით იფუნქციონირებს. ამის შესახებ მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

კახა კალაძის თქმით, ქალაქში რაც კეთდება, ყველასთვის კეთდება, რადგან საზოგადოება არ უნდა იყოს დაყოფილი პოლიტიკური ნიშნით.

„ახალი წელი მოდის და დედაქალაქიც ემზადება საახალწლოდ, რათა მოსახლეობას და ჩამოსულ სტუმრებს ვაჩუქოთ ლამაზი დღეები. ორი დღის წინ თბილისი საახალწლოდ განათდა, ჩაირთო ილუმინაციები, აინთო ნაძვის ხე. ჩვენი დედაქალაქი ჯადოსნურად მორთულია, 21 დეკემბრიდან კი „საახალწლო სოფელი გაიხსნება“. ყველაფერს ვაკეთებთ, რათა შევქმნათ საახალწლო განწყობა. იცით, რომ ტრადიცია, რომელიც 2017 წლიდან შემოვიტანეთ „საახალწლო სოფლის“ სახით, ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს, უამრავი ადამიანი სტუმრობს, როგორც ადგილობრივი, ისე ჩამოსული სტუმრები.

ბოლო დღეების განმავლობაში მოვისმინეთ ბევრი არასწორი განცხადება იმ ადამიანებისგან, ვინც საპროტესტო აქციებში მონაწილეობს. მე არ მინდა საზოგადოების დაყოფა. ყველა ჩვენი მოქალაქეა. ვიღაცას შეიძლება, ჰქონდეს განსხვავებული მოსაზრება, მაგრამ მთავარია, ეს ყველაფერი მშვიდობიანი ფორმით, კანონის ჩარჩოებში გააპროტესტონ და არა ძალადობრივი გზით, რასაც ჩვენ რამდენიმე დღის წინ ვხედავდით რუსთაველის გამზირზე. რაც ქალაქში კეთდება, ყველასთვის კეთდება, რადგან ჩვენ საზოგადოებას არ ვყოფთ პოლიტიკური ნიშნით. ყველას მოგიწოდებთ, რომ 21 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით, დღის ნებისმიერ მონაკვეთში, მობრძანდეთ „საახალწლო სოფელში“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ასევე, დედაქალაქის მერმა ისაუბრა ბოლო დღეებში მეწარმეების შესახებ გავრცელებული არასწორი ინფორმაციის შესახებ, თითქოს, 200-მა მათგანმა „საახალწლო სოფელში“ მონაწილეობის მიღებაზე უარი თქვა.

„გასულ კვირაში სხვადასხვა ვებგვერდზე გამოქვეყნდა სია, თითქოს, 200-მდე მეწარმემ, რომელიც დარეგისტრირებული იყო „საახალწლო სოფელში“, უარი თქვა მონაწილეობის მიღებაზე; ეს არის ტყუილი. ზოგადად, წელს 800-ზე მეტ კომპანიას ჰქონდა მოთხოვნა, ვისაც „საახალწლო სოფელში“ ჩართვა უნდოდა. ცხადია, ყველას დაკმაყოფილებას ვერ ვახერხებთ. მინდა, ბოდიში მოვუხადო მათ, ვინც წელს „საახალწლო სოფელში“ ვერ მოხვდა. რაც შეეხება იმ 200 კომპანიას, ჩვენ დავინტერესდით, სიმართლეს შეესაბამებოდა თუ არა აღნიშნული ინფორმაცია. როდესაც დავიწყეთ გადამოწმება, აღმოჩნდა, რომ ამ 200 კომპანიიდან მხოლოდ ცხრა კომპანიას ჰქონდა განაცხადი გაკეთებული მონაწილეობის მიღებასთან დაკავშირებით. შემდეგ ამ ცხრა კომპანიამ განაცხადა უარი. ასე რომ, ამ მხრივ არანაირი პრობლემა არ არსებობს“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

  ალერგიული დერმატიტი

ამასთან, კახა კალაძის თქმით, 21 დეკემბრიდან ორბელიანის მოედანზე, დედაენის ბაღში და იუსტიციის სახლის ავტოსადგომის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიხსნება „საახალწლო სოფელი“, სადაც უამრავი ღონისძიება გაიმართება.

„საახალწლო სივრცეები საინტერესო წარმოდგენა-პერფორმანსებით, კულტურული, სპორტული, საბავშვო, სხვადასხვა თემატური აქტივობებით და განსხვავებული ჟანრის კონცერტებით დაიტვირთება. განთავსდება დეკორაცია/ინსტალაციები, ნაძვის ხეები, საბავშვო-საგამოფენო პავილიონები, მოსასვენებელი სივრცეები, საახალწლო მატარებელი, თოვლის ბაბუას-სანტას სახლი და სახელოსნო, სადაც პატარებს დახვდებათ თოვლის ბაბუა დამხმარე მსახიობებთან ერთად, ასევე ღია კინოთეატრი საახალწლო პროგრამით; მოეწყობა ატრაქციონების პარკი, საციგურაო ყინულის მოედანი, რომელიც ოთხჯერ უფრო მასშტაბურია, ვიდრე წინა წელს. რაც შეეხება აქტივობებს, როგორც გითხარით, გაიმართება სხვადასხვა ჟანრის კონცერტები, თეატრალური წარმოდგენა-პერფორმანსები. დაგეგმილია მრავალფეროვანი კულტურული, სპორტული, საბავშვო-გასართობი აქტივობები, ზღაპრის გმირების მსვლელობა. ღონისძიებების ფარგლებში მოეწყობა ტკბილეულის ფესტივალი, თბილისის საშობაო ბაზარი, რომლის ფარგლებში გაიმართება ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი პოსტები
საუკეთესო დრო მონტენეგროში სამოგზაუროდ

საუკეთესო დრო მონტენეგროში სამოგზაუროდ

31 March, 2025
ტყვია, როგორც გლობალური პრობლემა

ტყვია, როგორც გლობალური პრობლემა

მარტი 31, 2025
სწორი პოზიცია ლეპტოპთან მუშაობისას – რჩევა საქართველოს ერგონომიკის ასოციაციისგან

სწორი პოზიცია ლეპტოპთან მუშაობისას – რჩევა საქართველოს ერგონომიკის ასოციაციისგან

მარტი 31, 2025
რა ცვლილებები ამოქმედდება პირველი აპრილიდან?

რა ცვლილებები ამოქმედდება პირველი აპრილიდან?

მარტი 31, 2025
“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

21 თებერვალი 2025
ფიტარეთის მონასტერი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, მდინარე ხრამის ღრმა ხეობაში, ულამაზესი ფოთლოვანი ტყეებით გარემოცულ ადგილას მდებარეობს

ფიტარეთის მონასტერი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, მდინარე ხრამის ღრმა ხეობაში, ულამაზესი ფოთლოვანი ტყეებით გარემოცულ ადგილას მდებარეობს

მარტი 31, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ქართული ვაზის ჯიშები, რომლებიც გადაშენების პირასაა და არ გვხვდება ღვინის ბაზარზე

ქართული ვაზის ჯიშები, რომლებიც გადაშენების პირასაა და არ გვხვდება ღვინის ბაზარზე

მარტი 31, 2025
რუსკა მაყაშვილის ახალი სახლი და ახალი ცხოვრება

რუსკა მაყაშვილის ახალი სახლი და ახალი ცხოვრება

მარტი 31, 2025
ტურუსტული ადგილები სიდნეიში, რომლებიც იქ ყოფნისას აუცილებლად უნდა მოინახულოთ

ტურუსტული ადგილები სიდნეიში, რომლებიც იქ ყოფნისას აუცილებლად უნდა მოინახულოთ

31 მარტი 2025
ისნის რაიონში, თეოფანე დავითაიას ქუჩის სრული რეაბილიტაცია დასრულდა

ისნის რაიონში, თეოფანე დავითაიას ქუჩის სრული რეაბილიტაცია დასრულდა

მარტი 31, 2025
ტომ კრუზის ცნობილი კადრი ლეგოს კუბიკებით გაცოცხლდა — „შეუსრულებელი მისია“ LEGO Ideas-ზე

ტომ კრუზის ცნობილი კადრი ლეგოს კუბიკებით გაცოცხლდა — „შეუსრულებელი მისია“ LEGO Ideas-ზე

მარტი 31, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
- Advertisement -spot_img

ხშირად ნახვადი