ღამის განმავლობაში მოსულმა ძლიერმა წვიმამ ბახმარო – ჩოხატაურის შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზაზე ქვა – ღორღის მასა ჩამოიტანა, რამაც საავტომობილო გზაზე მოძრაობა შეაფერხა. ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოები.
ყველა შესაბამისი უწყება კოორდინირებულ რეჟიმში მუშაობს, ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახურის ჯგუფები, რომლებიც ოპერატიულად რეაგირებენ მოსახლეობის საჭიროებებზე.
საავტომობილო გზის გაწმენდა უახლოეს საათებში დასრულდება.
სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი ამბები. (2025). საავტომობილო გზაზე მოძრაობა შეაფერხა – ძლიერმა წვიმამ ბახმარო-ჩოხატაურის შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზაზე ქვა-ღორღის მასა ჩამოიტანა. 22 ივლისი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/საავტომობილო-გზაზე-მოძრა/
