მზადება ბაღისთვის
ბავშვისთვის საბავშვო ბაღის დაწყება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია მისი დამოუკიდებლობის განვითარებაში. თუმცა, ამ ცვლილებას თან ახლავს სირთულეებიც — როგორც ბავშვისთვის, ისე მშობლისთვის. მნიშვნელოვანია, რომ ორივე მხარე ემოციურად და პრაქტიკულად მომზადებული შეხვდეს ახალ ეტაპს.
საუბრობს ფსიქოლოგი ბარბარა ჭკუასელი გადაცემაში “დილა მშვიდობისა საქართველო”.
ბაღისთვის მომზადება — რატომ უნდა დავიწყოთ მშობლით?
ბავშვის ადაპტაცია ბაღში ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, მაგრამ პირველ რიგში — მშობლის დამოკიდებულებაზე. თუ მშობელი განიცდის, შფოთვას, ბავშვიც იგრძნობს ამას.
მომზადება მხოლოდ ბავშვის ჩაცმა-დახურვას არ ნიშნავს — საჭიროა ემოციური მხარდაჭერა, მოთმინება და სტაბილური რუტინის შექმნა.
ბაღში პირველად? ადაპტაცია ახალ გარემოსთან
თუ თქვენი შვილი პირველად მიდის ბაღში, მას უწევს ბევრ სიახლესთან შეხება: უცხო სივრცე, ახალი ადამიანები, სხვა წესები. სახლში იმიტირებული ბაღობანა, ახალი თამაშები ეხმარება ბავშვს წესებსა და რუტინასთან შეჩვევაში.
ასევე კარგია, თუ წინასწარ ესტუმრებით იმ საბავშვო ბაღის ეზოს, სადაც აპირებთ მის მიყვანას — ასე გარემო მისთვის ნაცნობი გახდება.
რამდენი წლის ასაკში ჯობია ბაღის დაწყება? გააგრძელეთ კითხვა