2025 წლის პირველი სამი თვის მდგომარეობით, მნიშვნელოვნად გაიზარდა კარტოფილის, კაკლოვანი ხილის და გადამუშავებული კაკლოვანი ხილის ექსპორტი

ავტორი
2 წუთიანი წაკითხვა

2025 წლის მონაცემებით, ძირითადი საექსპორტო პროდუქციაა სპირტიანი სასმელები (55.9 მლნ აშშ დოლარი), ყურძნის ნატურალური ღვინოები (50.1 მლნ აშშ დოლარი), მინერალური და მტკნარი წყლები (43.1 მლნ აშშ დოლარი), უალკოჰოლო გაზიანი სასმელები (30.9 მლნ აშშ დოლარი), კაკლოვანი ხილი (30 მლნ აშშ დოლარი) და გადამუშავებული კაკლოვანი ხილი (16.3 მლნ აშშ დოლარი), – აღნიშნულია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციაში.

მათივე განცხადებით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა შემდეგი პროდუქციის ექსპორტზე – კარტოფილი – 38-ჯერ, კაკლოვანი ხილი – 46 %-ით, გადამუშავებული კაკლოვანი ხილი – 93 %-ით, უალკოჰოლო გაზიანი სასმელები – 30%-ით და მინერალური და მტკნარი წყლები – 17 %-ით.

საანგარიშო პერიოდში კარტოფილის ექსპორტი 13.1 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა და 13.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. მისი ძირითადი საექსპორტო ბაზრებია რუსეთი და აზერბაიჯანი.

კაკლოვანი ხილის ექსპორტი 9.5 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა და 30 მლნ აშშ დოლარს მიაღწია. მისი ძირითადი საექსპორტო ბაზარია ევროკავშირის ქვეყნები, სადაც ექსპორტირებულია 15.6 მლნ აშშ დოლარის პროდუქცია.
გადამუშავებული კაკლოვანი ხილის ექსპორტი 7.8 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა და 16.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. აქედან, 10.5 მლნ აშშ დოლარის პროდუქცია ექსპორტირებულია რუსეთში.

უალკოჰოლო გაზიანი სასმელების ექსპორტის ღირებულება 7.1 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა და 30.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. მისი ძირითადი საექსპორტო ბაზრებია რუსეთი, აზერბაიჯანი და ყაზახეთი.

მინერალური და მტკნარი წყლების ექსპორტის ღირებულება 6.4 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა და 43.1 მლნ აშშ დოლარს მიაღწია. მისი ძირითადი საექსპორტო ბაზრებია რუსეთი, ყაზახეთი და უკრაინა.

სკანირება
QR კოდი
sheniekimi.ge/ambebi

სტატიის ციტირება

შენი ამბები. (2025). 2025 წლის პირველი სამი თვის მდგომარეობით, მნიშვნელოვნად გაიზარდა კარტოფილის, კაკლოვანი ხილის და გადამუშავებული კაკლოვანი ხილის ექსპორტი. 8 აპრილი, 2025. https://sheniekimi.ge/ambebi/2025-წლის-პირველი-სამი-თვის-მდ/

ვაკანსიები — იპოვეთ ახალი შესაძლებლობა

განცხადებები Sheni ვაკანსიიდან. პირობები და განაცხადის ვადა გადაამოწმეთ ორიგინალ გვერდზე.

Duty free gaqidvebis asistenti

საქართველო (მთელი ქვეყანა) · სხვა

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: CV.ge
Маркетолог (Руководитель)

ბათუმი · ტრანსპორტი / ლოგისტიკა

ანაზღაურება მითითებული არ არის

წყარო: HeadHunter
მეტი ვაკანსია →

განახლებულია: 2026-11-25T22:26:41+04:00 · წყარო: Sheni ვაკანსია — სრული კატალოგი. აქ ნაჩვენებია წყაროს საჯარო ნაკადით მოწოდებული სია; უფრო ძველი განცხადებები იხილეთ სრულ კატალოგში.

გაუზიარეთ ეს სტატია
ავტორიSheniAmbebi.ge
მიჰყევით:
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi