რუსეთი პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც ავღანეთის „თალიბანის“ მთავრობა აღიარა. ამის შესახებ „როიტერი“ წერს.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ მოსკოვი ხედავს კარგ პერსპექტივებს კავშირების განვითარებისთვის.
განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთმა დაინახა მნიშვნელოვანი სავაჭრო და ეკონომიკური შესაძლებლობები, განსაკუთრებით ენერგეტიკის, ტრანსპორტის, სოფლის მეურნეობისა და ინფრასტრუქტურის სფეროში.
„ჩვენ გვჯერა, რომ ავღანეთის მთავრობის ოფიციალური აღიარება სტიმულს მისცემს ჩვენს ქვეყნებს შორის პროდუქტიული ორმხრივი თანამშრომლობის განვითარებას სხვადასხვა სფეროში“, – აღნიშნულია განცხადებაში.